“მან არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით” - დარახველიძე ქათამაძეზე
შს მინისტრის მოადგილის,ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბათუმში აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძის საქართველოდან იძულების წესით გაძევება ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, რადგან გაფარ ილმაზმა (ქათამაძემ) არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით.
"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გაფარ ილმაზის ქვეყნიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს 8 სხვადასხვა ისტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად" - განაცხადა დარახველიძემ მედიასთან.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს