2025 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
“22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი
მასწავლებლის გამოცდების დეტალური განრიგი
საერთო სამაგისტრო გამოცდის დეტალური განრიგი
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის დეტალური განრიგი
2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული”.
სიახლეები
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქუთაისური საუბრები - XIX“ გაიხსნა
- ნიკა გვარამია დააკავეს
- “ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საელჩო დაკეტილია, ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც” - საქართველოში ისრაელის საელჩო
- “გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო და მერჩივნა, ჩემით მოვსულიყავი – პატრულს ვაცნობე, რომ აქ ვარ და ალბათ შემასახლებენ ამ ან სხვა ციხეში” - ნიკა გვარამია
- კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო