სოფელ ყანდაურაში, ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა
სოფელ ყანდაურაში, ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა. ელზა გამყრელიძე 85 წლის ქმარმა თავის არეში დაჭრა.
ის თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს. მდგომარეობის სიმძიმის გამო კი თბილისში, შპს ტრამვატოლოგში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანდაურაში 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, საწოლს მიჯაჭვული ცოლი კი დაჭრა.
მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. ბრალდებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში