მარკო რუბიომ რუს ხალხს „რუსეთის დღე“ მიულოცა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუს ხალხს მიულოცა სახელმწიფო დღესასწაული „რუსეთის დღე“, რომელსაც 12 ივნისს აღნიშნავენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული განცხადებისთანახმად, რუბიო რუს ხალხს ამერიკელი ხალხის სახელით ულოცავს და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები კვლავ მხარს უჭერს რუს ხალხს, რომელიც ნათელი მომავლის მშენებლობისკენ სწრაფვას განაგრძობს.
სახელმწიფო მდივანი ადასტურებს აშშ-ის მისწრაფებას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედებისკენ რუსეთსა და უკრაინას შორის მყარი მშვიდობის დასამყარებლად და იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების განმტკიცებას.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს