უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი დემეტრე დარჩიაა, რომელიც დივერსიული ინციდენტის შედეგად დაიღუპა.
„დღეს, ქართული ლეგიონის ბაზაზე, დივერსიული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც უცნობი პირის მიერ შემოტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამ ინციდენტის შედეგად ჩვენი მებრძოლი დემეტრე დარჩია დაიღუპა.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.
ხელისუფლება აგრძელებს გამოძიებას. სხვა დეტალები ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.
ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს და ნათესავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო