თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ისევ პარალიზებულია
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ისევ პარალიზებულია.
ადიდებული მდინარე ალაზანი მაგისტრალზე გადმოვიდა, რის გამოც გზებზე შეზღუდვებია.
უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. კახეთის დატბორილ მუნიციპალიტეტებში, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მეხანძრე-მაშველებიც.
მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს.
5 მაისის ღამეს გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დაიტბორა ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით