ამ გვერდის ამობედვა

"ცოლ-ქმარი გამყიდველად მუშაობდა ჭურჭლის საბითუმო მაღაზიაში" - ახალი დეტალები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ოჯახზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე 7 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ოთხი ადა­მი­ა­ნი ერთი ოჯა­ხის წევ­რია: დედა, მამა და ორი შვი­ლი.

 

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გვა­რად აბ­რა­მი­ძე­ე­ბი არი­ან. ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს ოჯა­ხის უფ­რო­სი ვი­ა­ჩეს­ლავ აბ­რა­მი­ძე, მისი მე­უღ­ლე და ორი სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი - ქალ-ვაჟი.

AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რა ქალს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ცოლ-ქმა­რი აბ­რა­მი­ძე­ე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. რეს­პონ­დენ­ტის­გან გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ცოლ-ქმა­რი მცი­რე ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი ის­რა­ელ­ში წა­ვიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც 2-3 თვე იმუ­შა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ:

"ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და ეს ამ­ბა­ვი... სლა­ვა, ნა­ხევ­რად რუ­სია, დედა ჰყავს რუსი ეროვ­ნე­ბის. ჩვენ ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით გლ­დან­ში, ჭურ­ჭლის სა­ბი­თუ­მო მა­ღა­ზია იყო და ცოლ-ქმა­რი იქ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბად მუ­შა­ობ­დნენ.ეს ოჯა­ხი თვი­თონ გლ­დან­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ყი­დეს ბინა და თუ არ ვცდე­ბი, დიდ დი­ღომ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. შარ­შან წა­ვიდ­ნენ ამ მა­ღა­ზი­ი­დან და ცოლ-ქმა­რი ის­რა­ელ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. სა­დღაც სამი თვე ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობ­დნენ და მერე ისევ დაბ­რუნ­დნენ უკან", - ყვე­ბა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აბ­რა­მი­ძე­ე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

"იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რმა, ბრალ­დე­ბულ ვი­ა­ჩეს­ლავ აბ­რა­მი­ძის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სპე­ცო­პე­რა­ცი­ით აიყ­ვა­ნეს. მი­სი­ვე თქმით, სახ­ლი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ამო­უ­ღი­ათ, რად­გან მსგავ­სი ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. აბ­რა­მი­ძის დე­დის თქმით, მისი ვაჟი, რძა­ლი და ორი­ვე შვი­ლიშ­ვი­ლი ბრალს აღი­ა­რებს, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ი­ღეს:

"რა­ღა­ცას ხელი მო­ა­წე­რეს, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბით და არა­სა­მარ­თლი­ა­ნად... ძა­ლით მო­ა­წე­რი­ნეს ხელი" - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

ვი­ა­ჩეს­ლავ აბ­რა­მი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ პა­პოშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს: "ტი­რის და ამ­ბობს, რომ კი ჰქონ­დათ, მაგ­რამ არა იმ­დე­ნი, რა­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ედა­ვე­ბი­ან. ამ­ბობს რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩა­უ­დეს. ადას­ტუ­რებს, რომ რა­ღაც საქ­მეს­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ედა­ვე­ბი­ან, ისე არა", - ამ­ბობს "იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7-კა­ცი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­და. კერ­ძოდ, ისი­ნი ინ­ტერ­ნე­ტით ახ­დენ­დნენ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის­გან ამო­ღე­ბუ­ლია 2 125 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 19-260-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა.

ambebi .ge

წაკითხვა 1081 ჯერ