ავტობუსის მძღოლი, შელაპარაკების ნიადაგზე, გამვლელი მანქანის მძღოლმა დაჭრა - შემთხვევის დეტალები
მანქანის მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, N46 ავტობუსის მძღოლი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მის გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულს გულისხმობს.
„შელაპარაკება არ მომხდარა მგზავრსა და მძღოლს შორის. მძღოლი კერძო ავტომობილის მძღოლმა დაჭრა ცივი იარაღით. შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი პირი, ავტობუსის მძღოლია დაჭრილი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
ცნობისთვის, დიღმის მასივში N46 ავტობუსის მძღოლი ცოტა ხნის წინ დაჭრეს. შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.
ambebi.ge
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია