ამ გვერდის ამობედვა

თბილისელები 50 ახალი ავტობუსით იმგზავრებენ - რომელ მარშრუტებზე ჩაანაცვლებს მწვანე ავტობუსი ყვითელს

ორ­შა­ბა­თი­დან თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას MAN-ის ფირ­მის 50 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

 

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, MAN-ის ფირ­მის ახა­ლი, 10-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი წა­რად­გი­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­ტო­ბუ­სე­ბის ფერი მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­არ­ჩია გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ამას­თან, კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი „სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა“ იყო.

„დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვი­წყებთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და შე­დე­გი უკვე გვაქვს სა­ხე­ზე. ეს არის ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კის ჩა­ნაც­ვლე­ბა.

 

ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო და არის ქა­ლა­ქის­თვის, რო­გორც გა­მო­ნა­ბოლ­ქვის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ამ ავ­ტო­ბუ­სე­ბით მგზავ­რო­ბა არის სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი მგზავ­რე­ბის­თვის. ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი არის წარ­სუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი სულ გათ­ვლი­ლია 87 მგზავრზე, ხოლო აქე­დან და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა 27. ისი­ნი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის: სა­ლონ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე, რო­მელ­საც აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი გად­მო­საშ­ლე­ლი პან­დუ­სი, ეტ­ლით ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ავ­ტო­ბუს­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია გათ­ბო­ბის, კონ­დი­ცი­რე­ბი­სა და ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად გათ­ვლი­ლია თბი­ლი­სის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე, გა­აჩ­ნი­ათ სა­ინ­ფორ­მა­ციო ხმო­ვა­ნი სის­ტე­მა, ან­ტი­ვან­და­ლუ­რი ვი­დეო მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, usb-დამ­ტე­ნე­ბი და გა­ჩე­რე­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ გან­სა­ზღვრა 10 მარ­შრუ­ტი, რომ­ლებ­ზეც ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი გა­და­ნა­წილ­დე­ბა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ისი­ნი N85 და N95 მარ­შრუ­ტებ­ზე გავ­ლენ.

მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე, მა­ი­სის ბო­ლომ­დე ახა­ლი მწვა­ნე ავ­ტო­ბუ­სე­ბი N50, N55 და N71 მარ­შრუ­ტებ­ზე მოძ­რავ ამორ­ტი­ზე­ბულ ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სებს ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ.

ამავდრო­უ­ლად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის მცი­რე­დი შეც­ვლა. ისი­ნი გორ­გას­ლის ქუ­ჩი­დან აუხ­ვე­ვენ კოტე აფხა­ზის, ყო­ფი­ლი ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის გავ­ლით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან. ამას­თან, კოტე აფხა­ზის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ეს ცვლი­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან აფხა­ზის ქუ­ჩა­ზე ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის ოთხმოც­და­ა­თი­ვე მწვა­ნე ავ­ტო­ბუ­სის მი­წო­დე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი ასე­ვე გა­და­ნა­წილ­დე­ბა N3, N15, N33, N54 და N79 მარ­შრუ­ტებ­ზე.

ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის წარ­დგე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ეს­წრე­ბო­და.

ambebi.ge

წაკითხვა 1533 ჯერ