ჭიათურაში უწყლოდ მოშიმშილე ორივე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს
დღეს, 2025 წლის 4 ივლისს ჭიათურაში უწყლოდ მოშიმშილე ორივე მაღაროელს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკაში დღის ოთხი საათითვის გადაიყვანეს პირველი მათგანი, მირზა ლოლაძე, საღამოს შვიდი საათისთვის კი მეორე, ტარიელ მიქაცაძე.
მათი მდგომარეობა ბოლო ორი დღის განმავლობაში გართულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს შეუძლოდ გრძნობენ, უჭირთ საუბარი, თვალების გახელა და წვანან, საჭირო მედიკამენტების მიღებაზე, მათ შორის, შაქრიანი წყლის დალევაზე ექიმს უარს ეუბნებიან.
სიახლეები
- “ისტერიულ აგონიაში ხართ” - ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის პუბლიკაციაზე
- “ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
- ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
- ოქროს ფასმა 4 300 დოლარს გადააჭარბა – რა ღირს ოქრო საქართველოში
- რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს