"ბიზნესის შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ჯერი დადგა" - სალომე ზურაბიშვილი
ბიზნესის შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ჯერი დადგა. ბათუმის ყოფილ ხელმძღვანელს ან ესროლეს ან მან თვითმკვლელობა სცადა (ოფიციალური ვერსია) და ის სიცოცხლისთვის იბრძვის. მაღალი დონის კორუფცია და შურისძიება ახალი რეალობაა, რუსული მაფიის სტილში" - წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ზურაბიშვილმა განცხადება გამოაქვეყნა Facebook-ზეც:
"ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია.
ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში.
ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი - ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“.
დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!
შექმნილი ვითარება - ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი - ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!
ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფდ ვითარდება!" - დაწერა მან
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს