იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კუეიიანგის ეკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კუეიიანგის ეკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლევან ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმერეთის რეგიონში ეკოლოგიური პოლიტიკის გაძლიერებისა და განვითარების სტრატეგიაზე. სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე ყურადღება დაუთმო ეკოლოგიური მიმართულებით იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს.

,,ეკოლოგია დღეს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. საქართველო დიდ ძალისხმევას წევს ქვეყნის ეკოლოგიური განვითარებისთვის და ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯებიც იდგმება. კონფერენცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენს რეგიონებსა და ქალაქებში დავნერგოთ აქ მიღებული გამოცდილება, რათა ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას“ - აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.
ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ქართული დელეგაცია კუეიჭოუს პროვინციასთან თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობს. იმერეთის რეგიონსა და კუეიჭოუს პროვინციას შორის დამეგობრების ხელშეკრულება გასულ წელს გაფორმდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს