“ბორელიოზს, ე.წ. ლაიმის დაავადებას მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში ახასიათებს, რომლის გადამტანიც ტკიპაა” – ივანე ჩხაიძე
“ბორელიოზს, ე.წ. ლაიმის დაავადებას მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში ახასიათებს, რომლის გადამტანიც ტკიპაა – თუ ტყის პირას გადიხართ, ან მინდორში, სახლში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად დაათვალიერეთ კანი”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ერთ-ერთი მთავარი და რთული დაავადებაა, რომელიც ტკიპას გადააქვს, ეს არის ბორელიოზი, ე.წ. ლაიმის დაავადება. ბორელიოზის მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში აღინიშნება. თუ ტყის პირას გადიხართ, ან მინდორში, აუცილებელია სახლში დაბრუნების შემდეგ დაათვალიეროთ ბავშვის, ან მოზრდილის კანი.
ტკიპა ნეგატიურ ზემოქმედებას ავლენს კანზე მიკვრიდან 36 საათის შემდეგ. ტკიპის ზემოქმედება იწყება მას შემდეგ, როდესაც კანს ეკვრის, შემდეგ გამოწოვს სისხლს და ტკიპას კუჭ-ნაწლავიდან ხდება სანერწყვე ჯირკვლებში დაავადების გამომწვევის გავრცელება. კანის დათვალიერება აუცილებელია, როდესაც ბავშვი მინდვრიდან ან ტყიდან სახლში დაბრუნდება. ტკიპის სწორად მოშორებას თავისი წესები აქვს, კარგი იქნება, თუ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავთ, ექიმმა უნდა შეასრულოს ტკიპას მოშორების პროცედურები“, – აღნიშნავს ჩხაიძე.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში