მერიამ „ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით“ „მოტოინსპექცია“ შექმნა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შეიქმნა „მოტოინსპექცია“, რომლის მიზანიც დედაქალაქში „ურბანული წესრიგის დაცვაა“. მერის თქმითვე, უკვე შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი.
კალაძემ დღეს, 23 ივლისს, დილით მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი გუნდის პრიორიტეტია „ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება“.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მოტოინსპექცია გააკონტროლებს თბილისის „იერსახესა და გარემოს დანაგვიანებას და აკუსტიკურ ხმაურს“ და ექნება „ოპერატიული რეაგირება“ სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
„პროექტის მიზანია, ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე ეფექტურად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი ცნობითვე, უკვე შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი. კალაძეს ფასი არ დაუსახელებია
„ტრიციკლები ძალიან ეფექტურია ურბანულ სივრცეში გადაადგილებისთვის“, - თქვა მან.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო