სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა აუდიტის და ტყითსარგებლობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, სახელმწიფო ტყეში 50 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 7 508,8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცხრა პირის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ განაცხადა, რომ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა და უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების – ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა და უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე