“ეს არის დასჯის დემონსტრაციული აქტი - აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი - განაჩენს სამართალთან საერთო არაფერი აქვს” - მაია მწარიაშვილი
ეს არის საკუთარი სახის გადარჩენის მცდელობა და ამას სამართალთან საერთო არაფერი აქვს, - ასე აფასებს „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზიაამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
როგორც ადვოკატმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი“.
„სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმავე ქმედებაზე, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში და ამ საქმეში. ეს იყო მათთვის ვითომ სახის შენარჩუნების მცდელობა. სინამდვილეში, ამას საერთო არაფერი აქვს 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან. 353-ე მუხლი არის წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თავდასხმა გადააკვალიფიცირეს“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა "ბათუმელების" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი