“ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს – ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში” - მერაბ მეტრეველი
“ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში. მას აქვს მანიაკალური ახირება, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ტრამპი პუტინს სწორედ იმიტომ “უძვრება”, რომ მისი სანუკვარი სურვილის ასრულება და ომის დასრულება სწორედ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია.
“რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია და ანალიზი!
ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში. მას აქვს მანიაკალური ახირება, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე მშვიდობისმყოფელი პრეზოდენტი, ამიტომ, ახსნებს მუდამ მშვიდობას და ითვლის, რამდენ ქვეყანაში დაამყარა ის.
ესაა მთელი ალია-ბალია, რაც მის პოლიტიკაზე უნდა ვიცოდეთ.
ნობელის პრემიას კი მარტო კამბოჯაში და კავკასიაში მიღწეული მშვიდობისთვის არავინ მისცემს. ყველაზე დიდი კარტი უკრაინაა.
მისი ამ სანუკვარი სურვილის ასრულება კი უპირველესად პუტინზეა დამოკიდებული. სწორედ მას შეუძლია ომის დასრულება, ზელენსკის არ შეუძლია, რადგან ომი პუტინმა დაიწყო, ის დაესხა თავს სხვას და სწორედ მან უნდა შეწყვიტოს თავდასხმა. ზელენსკის არც ომი დაუწყია და არც ვინმეს დასხმია თავს, შესაბამისად, ომს ის ვერც შეწყვეტს. მას მხოლოდ წინააღმდეგობის შეწყვეტა შეუძლია.
ამიტომაც უძვრება ის პუტინს. მისთვის სასურველი კარტი მართლაც მას აქვს და არა ზელენსკის.
ამ მიზნის მისაღწევად მან აქამდეც ბევრჯერ სცადა გაეწირა უკრაინის და ევროპის ინტერესები მშვიდობის სანაცვლოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დარწმუნებული ვარ არც ახლა გამოუვა”, – წერს მერაბ მეტრეველი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს