18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს.
“თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ და მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება”, – წერია უწყების ინფორმაციაში.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში