“ერთი მხრივ ევრობიუროკრატია ცდილობს მოაწყოს არეულობა ჩვენს ქვეყანაში, გაავრცელოს სიცრუე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მეორე მხრივ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშებში, საქართველო ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებს იკავებს” - ნინო ფოჩხუა
,,დღეს გამოქვეყნდა 2024 წლის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი, სადაც მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, მსოფლიოში 36-ე ადგილი და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას”,- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სპეკულაცია ბრიუსელის და აქაური დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლას და რუსულ ვექტორზე, რეალობას არის აცდენილი და ვისთვის არის ეს სიცრუე განკუთვნილი, როცა სიმართლეს ხელის გულზე დევს, გაუგებარია.
“პარადოქსების ხანაში გვიწევს ცხოვრება. ერთი მხრივ ევრობიუროკრატია ცდილობს მოაწყოს არეულობა ჩვენს ქვეყანაში, გაავრცელოს სიცრუე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მეორე მხრივ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშებში საქართველო ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებს იკავებს.
ევროკომისია ეყრდნობა ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, გაერო და ა.შ.
საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს “ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების,” “მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის,” “კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის” და ა.შ. დღეს გამოქვეყნდა 2024 წლის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი, სადაც მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, მსოფლიოში 36-ე ადგილი და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას.
ასე, რომ სპეკულაცია ბრიუსელის და აქაური დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლასა და რუსულ ვექტორზე რეალობას არის აცდენილი და ვისთვის არის ეს სიცრუე განკუთვნილი, როცა სიმართლეს ხელის გულზე დევს, გაუგებარია.” – წერს ფოჩხუა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე