ქუთაისის მერის მოადგილე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც შშმ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობენ
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქალაქის მერიის დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაზე მუშაობენ.
პირველი პროექტი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადამზადებას მეფუტკრეობის მიმართულებით, წარმატებული შშმ პირები მიიღებენ შესაძლებლობას, პროექტის დასრულების შემდეგ თავად აწარმოონ თაფლი. მერის მოადგილის განცხადებით, ამ მიმართულებით თეორიული კურსი უკვე სრულდება და ივნისის თვეში გადავლენ პრაქტიკულ მეცადინეობაზე. რაც შეეხება მეორე პროექტს, აქტიურად მიმდინარეობს ბენეფიციარების შერჩევა, შერჩეული იქნება მინიმუმ 10 მობილობის შესაძლებლობის მქონე პირი, მოხდება მათი გადამზადება ვებ-მარკეტინგის მიმართულებით.
" ეს არის ძალიან მოთხოვნადი პროფესია დღეს ბაზარზე და დიდი იმედი მაქვს მოხდება მათი დასაქმება. აქვე აღვნიშნავ რომ ძალიან კარგი თანამშრომელობა შედგა ჩვენსა და ყველა იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კუთხით საქმიანობს. მხოლოდ შარშან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გადამზადების შედეგად უკვე 8 შშმ პირი არის დასაქმებული, რომლებსაც აქვთ სტაბილური შემოსავალი და ეს სწორედ ჩვენს მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად იქნა მიღწეული. წელსაც ველოდებით რომ მინიმუმ ათამდე შშმ პირს, სოწრედ მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტებიდან გამომდინარე გაუჩნდდეს შემოსავალი და დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება,"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი