ქუთაისის მერმა ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევში მიმდინარე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან და ნიკეას მაჟორიტარ დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან ერთად, ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევში მიმდინარე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ძირითადი სამუშაოები, რომელსაც შპს "დაგი პლიუსი" აწარმოებს, დღის ბოლოს დასრულდება. გზის საფარის მოწესრიგებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 350 000 ლარი გამოიყო. "ათეული წლები მოსახლეობას აწუხებდა ეს პრობლემა, დღის ბოლოს დასრულდება ძირითადი სამუშაოები და მალე მოქალაქეები აღნიშნულ ქუჩაზე კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში