“თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ – არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა, ბოროტები და საშიშები ხართ” - ნინო ნადირაძე აქტივისტებს
„ვივამედის“ გენერალური დირექტორი და „იმედის“ ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ბექა ოდიშარიას მისამართით გამოხატულ აგრესიას ეხმიანება, რომელსაც აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთმა შემდეგი სიტყვები დაუძახა: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს”.
ნინო ნადირაძის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით რადიკალებმა სიმსივნიან პაციენტებს განაჩენი გამოუტანეს და ასევე, გაიხსენა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა.
„თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ დიაგნოზიანი ბავშვების მშობლები. არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა, ბოროტები და საშიშები ხართ“, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო