“მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ სამ ქალაქში – თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა” - შსს
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. ამ მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ სამ ქალაქში– თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრები საქმიანობის განხორციელებას უკვე შეუდგნენ.
“შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, მართლწესრიგის ახალ ოფიცრებს სამინისტროში უმასპინძლა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გეკა გელაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის ინსტიტუტის გაძლიერების მიზანი, საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებაა, რაც საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.
მართლწესრიგის ახალი ოფიცრების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა, რის შემდეგაც კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვანებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან, ასევე, მუდმივად ახორციელებენ დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებასა და სხვადასხვა დანაშაულზე რეაგირებას.
შეხვედრას, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე