როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
რაც შეეხება ტემპერატურას ქალაქების მიხედვით:
გაგრა +22 – უმეტესად მზიანი
სოხუმი +22 – უმეტესად ღრუბლიანი
ზუგდიდი +20 – წვიმა
მესტია +13 – უმეტესად ღრუბლიანი
ფოთი +21 – წვიმა
ბათუმი +21 – წვიმა
ოზურგეთი +20 – წვიმა
ქუთაისი +19 – წვიმა
ამბროლაური +17 – წვიმა
ახალციხე +16 – უმეტესად მზიანი
ბორჯომი +13 – წვიმა
ბაკურიანი +10 – უმეტესად ღრუბლიანი
გორი +19 – უმეტესად ღრუბლიანი
ცხინვალი +16 – უმეტესად ღრუბლიანი
სტეფანწმინდა +7 – წვიმა
გუდაური +7 – უმეტესად ღრუბლიანი
თელავი +19 – უმეტესად ღრუბლიანი
რუსთავი +24 – უმეტესად ღრუბლიანი
თბილისი +22 – უმეტესად ღრუბლიანი
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე