პროკურატურა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოიკითხა ბოლნისის პოლიციის 6 თანამშრომელი, მათ შორის ბოლნისის პოლიციის ყოფილი უფროსი.
ამასთანავე, 2019 წლის 21 მაისს, არასრულწლოვან თ. ა-სთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან დეტალურად აღწერა მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მიუთითა დაკავების ადგილი და პოლიციის შენობაში არსებული ის ოთახები, სადაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 22 მაისს არასრულწლოვან თ.ა-სთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობა.
გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა არაერთი პირი, მიმდინარეობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან მიღებული თ.ა-ს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. ამასთან, ასევე უმოკლეს პერიოდში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძიება და გამოიკითხება ყველა პირი, ვისი შემხებლობაც გამოიკვეთება გამოძიების პროცესში, რის შედეგადაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
არასრულწლოვნის მტკიცებით, ის ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული და აღიარების მოთხოვნით პოლიციელებმა სცემეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. მოზარდი ათამდე პოლიციელს ადანაშაულებს. ფაქტის გახმაურების შემდეგ 2 სამართალდამცველს, მათ შორის ბოლნისის პოლიციის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
imedinews.ge
სიახლეები
- “ვწუხვარ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო – კარგი მოქალაქე დაკარგა თბილისმა და საქართველომ” - კახა კალაძე
- “ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა მშვიდობის, განვითარების და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით” - ირაკლი კობახიძე
- “კლდიაშვილი ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას და ამ დროს თვითონ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აკეთებენ ბიზნესს” - ირაკლი კობახიძე
- “სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ათამდე ქვეყანა უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის მზადაა” - მედია
- საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა