ამ გვერდის ამობედვა

29 წლის ქეთი სუთიძე საქართველოში გადმოასვენეს - საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე ბერძნული მედია ახალ დეტალებს წერს

სა­ბერ­ძნეთ­ში მოკ­ლუ­ლი ქეთი სუ­თი­ძე სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ას­ვე­ნეს.

 

შემ­თხვე­ვა 15 მა­ისს ათე­ნის გა­რე­უ­ბან კა­ლი­თე­ა­ში მოხ­და. სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სუ­თი­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე შალ­ვა ქა­თა­მა­ძეა, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში პა­ტიმ­რო­ბა­შია. ბერ­ძნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზის შე­სა­ხებ.

გა­მო­ცე­მა espressonews.gr იუ­წყე­ბა, რომ ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ეჭ­ვი­ა­ნო­ბა გახ­და.

 

ქეთი სუ­თი­ძე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში 15 მა­ისს გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს ყუ­რა­დღე­ბა, რომ ქალი სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში იყო ჩა­კე­ტი­ლი - ქამ­რით გა­გუ­დუ­ლი. სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბის გამო და ასე­ვე, მე­ზობ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ეჭვი ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე მი­ი­ტა­ნეს. გა­ირ­კვა, რომ შალ­ვა ქა­თა­მა­ძეს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ბი­ნის გა­სა­ღე­ბი ჰქონ­და. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ყო­ფილ მე­უღ­ლეს ხში­რად სტუმ­რობ­და. შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 10 მა­ისს და 13 მა­ის­საც იყო მი­სუ­ლი და სახ­ლი­დან ყვი­რი­ლი­სა და ჩხუ­ბის ხმა ის­მო­და.

რო­გორც espressonews.gr წერს, ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბის დღეს ქეთი სუ­თი­ძემ შვი­ლე­ბი წა­იყ­ვა­ნა სკო­ლა­ში და დაბ­რუნ­და კა­ლი­თე­ა­ში მდე­ბა­რე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, სა­დაც მი­ვი­და შალ­ვა ქა­თა­მა­ძე. მათ შო­რის მოხ­და მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა. ქა­თა­მა­ძემ სა­წოლ­ზე და­ა­ბა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, მო­იხ­სნა ქა­მა­რი და გა­გუ­და. შემ­დეგ ცხე­დარს და­ა­ფა­რა სა­ბა­ნი, კა­რე­ბი გა­რე­დან ჩა­კე­ტა და გა­უ­ჩი­ნარ­და.

რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­თა­მა­ძე ალი­ბის შექ­მნას ცდი­ლობ­და. მკვლე­ლო­ბის დღეს გარ­დაც­ვლი­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან ქა­თა­მა­ძის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლია სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მელ­შიც სუ­თი­ძე სთხოვს ყო­ფილ მე­უღ­ლეს, რომ ბავ­შვე­ბი სკო­ლი­დან მან გა­მო­იყ­ვა­ნოს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა შალ­ვა ქა­თა­მა­ძემ სა­კუ­თარ მო­ბი­ლურ­ზე თვი­თონ გა­იგ­ზავ­ნა, მას შემ­დეგ რაც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მოკ­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­ბერ­ძნეთ­ში გუ­შინ გა­ი­მარ­თა და მას და­ეს­წრო ქე­თე­ვან სუ­თი­ძი­სა და შალ­ვა ქა­თა­მა­ძის 12 წლის შვი­ლი.

გარ­დაც­ვლილ­სა და ბრალ­დე­ბულს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ - 9 წლის გო­გო­ნა და 12 წლის ბიჭი. AMBEBIGE-ს სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი შალ­ვა ქა­თა­მა­ძის დე­დამ, ანუ მოკ­ლუ­ლის დე­დამ­თილ­მა და მულ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბავ­შვე­ბი დე­დის დაკ­რძალ­ვას დას­წრე­ბოდ­ნენ. მე­ურ­ვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­მის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, ისი­ნი სა­ბერ­ძნეთს ვერ და­ტო­ვე­ბენ. ბავ­შვე­ბი ამ­ჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში მა­მი­დას­თან იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ambebi.ge 

წაკითხვა 1126 ჯერ