“ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება” – პაველ ჰერჩინსკი
არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად, ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ საქართველო, როგორც ფორმალურად კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირს დაახლოებოდა, ის მას დასცილდა.
„მე არ გავაკეთებ კომენტარს კომენტარებზე, რომლებსაც აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და სინამდვილეში თავდასხმამ იმატა კიდეც. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვრჩებით აქ. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მან გაიაროს ამ კარში. იმ ისტორიული მომენტის შემდეგ, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ვაკვირდებით სრულიად საწინააღმდეგოს – იმის ნაცვლად, რომ საქართველო კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს, საქართველო გვშორდება. დიახ, ეს ძალიან სამწუხაროა. არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია“.
სიახლეები
- ბრინჯი ბოსტნეულით
- “რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა” - ლევან იოსელიანი
- სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ერთ პირს 5 000-ლარიანი, ექვს პირს კი 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
- “საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს მოხდება, ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა” - ლევან იოსელიანი
- “ნაცებმა” თავისი თავი თვითონ გააქრეს, “ლელო” მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, საბოლოო ჯამში დავრჩით ჩვენ” - იაგო ხვიჩია