„გთხოვთ არ ჩამეხუტოთ, მტკივა ყველაფერი...“ - ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა
სამოქალაქო აქტივისტმა, მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მან ციხის ეზო ნელი ნაბიჯებით გაიარა.
„უბრალოდ, მინდა, რომ დავჯდე... გთხოვთ არ ჩამეხუტოთ არავინ, მტკივა ყველაფერი... ბოდიში, ხალხო და მადლობა ძალიან დიდი ყველას“ - მიმართავდა ის მეგობრებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც რუსთავში პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც გამოიხატებოდა ვიზუალურადაც, ნინო დათაშვილმა ჟურნალისტებს სთხოვა, არ გადაეღოთ მისთვის ვიდეოკადრები.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა