დღეიდან საჯარო სამსახურებზე ახალი კანონი ამოქმედდა
დღეიდან, 1 ნოემბრიდან ძალაში შედის ოცნების მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო მოხელეებს ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება ეკრძალებათ. ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შევიდა.
კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეებს (გარდა პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის წევრებისა) ეკრძალებათ ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელმძღვანელის ნებართვა აქვთ სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი მუშაობისთვის. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთი წლის ვადით.
მოხელეებს აღარ ექნებათ უფლება, დაიკავონ სხვა თანამდებობა საჯარო ან კერძო დაწესებულებაში, იყვნენ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ან მიიღონ ანაზღაურება უცხო ქვეყნის ინსტიტუტებიდან. წესის დარღვევა გამოიწვევს თანამდებობიდან გათავისუფლებას და ორწლიან აკრძალვას საჯარო სექტორში მუშაობაზე.
28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომელმაც განსაზღვრა, რომელი სფეროებშია დაშვებული შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო. მათ შორისაა:
სამედიცინო, განათლების, კულტურის, სამართლის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფინანსური და გარემოს დაცვის სფეროები.
დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოხელეს დაეკისრება სრული ანაზღაურების დაბრუნება, რომელიც 1 ნოემბრის შემდეგ მიიღება არაკანონიერი დასაქმების გამო.
სიახლეები
- 2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარს აცხადებს
- პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
- “ევრონესტის პლატფორმა ევროპარლამენტმა გადააქცია შანტაჟის იარაღად - ამ ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში” - შალვა პაპუაშვილი
- “კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პარტიის არცერთი ნიშანი არ აქვს, რადგან ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური კომიტეტი” - გია ვოლსკი