როგორ გამოყურებოდა ანუკი არეშიძე 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებზე - ფოტოები მერის "ფეისბუქიდან"
თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქალაქის ცენტრში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ესწრებოდა, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დამოუკიდებლობის დღეს სრულიად საქართველოს ულოცავს. მერი საზეიმო ღონისძიებებს ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო.
"ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც გაჯერებულია ეროვნული სიამაყის და ერთიანობის განცდით.
101 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომელიც მალევე დავკარგეთ და მხოლოდ 70 წლის შემდეგ შევძელით მისი დაბრუნება ეროვნული მოძრაობის გმირების და ქართველი ხალხის ერთიანი ძალისხმევის, ბრძოლის და მსხვერპლის შედეგად.
დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენმა თაობამ, ჩვენი მშობლების თაობამ 28 წლის წინ აიღო.
სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს დამოუკიდებულობა. დამოუკიდებლობა სწორედ თავისუფალი ნების და პასუხისმგებლობის ნაზავია.
ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, წინ გვიდევს დიდი გზა, რომელიც გადის დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეკონომიურ განვითარებაზე, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამ გზით უნდა გავხდეთ და გავხდებით კიდეც ევროპის ნაწილი", - აღნიშნულია კახა კალაძის "ფეისბუქ-გვერდზე".










სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია