აქცია ახალდაბის ქუჩაზე - ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სახლებს ჩამოშლა ემუქრებათ
აქცია ახალდაბის ქუჩაზე - ადგილობრივები გურამიშვილის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსისთვის, წყლის მილების გაყვანის სამუშაოებს აპროტესტებენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის წყლის სისტემით დაქსელვის გამო, მათი ქუჩა უნდა გადაითხაროს, რაც მათივე მტკიცებით, საფრთხის შემცველია.
ისინი განმარტავენ, რომ იმ ადგილზე სადაც მრავალსართულიანი კორპუსის წყლის მილი უნდა დაერთდეს, ერთი თვის წინ მიწა ჩამოიშალა, ქუჩის გადათხრა და ამ ტერიტორიაზე წყლის სისტემის გაყვანა კი ახალდაბის ქუჩაზე მაცხოვრებელებს საფრთხეს უქმნის.
ადგილზე დილიდან გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ახალდაბის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს გამგებლის მოადგილეც შეხვდა. იქ იმყოფებიან მერიის უსაფრთხოებისა და ზედამხედველობისა სამსახურების წარმომადგენლებიც.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მერიას წყლის სისტემის გაყვანაზე ნებართვა უკვე გაცემული აქვს, თუმცა მათ ზედამხედველობისა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ რისკები თავიდან შეფასდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია