,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი წევს, რომელსაც სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება აქვს – გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 5-6 კვირაა, კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.
„გრიპი კვლავ წამყვანი რჩება ვირუსებს შორის. ჯამური მაჩვენებელი ყველზე მეტი აქვს H3N2 ტიპის ვირუსს, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს. 72%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი, მეორე ადგილზეა „ბ“ ტიპის ვირუსი 4% და 1 % არის სხვა „ა“ ტიპის ვირუსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი. სხვა ვირუსების პროცენტული განაწილება შედარებით ნაკლებია, ესენია: რინოვირუსი, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი.
კითხვაზე – არის თუ არა გრიპის შემთხვევების პიკი გადასული? ჯერ ადრეა პასუხის გაცემა. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გრიპის ვირუსით მოთავსების მაჩვენებლის მატება ფიქსირდება. ველოდებით, რომ იანვრის მესამე- მეოთხე კვირას უნდა იყოს გრიპის გავრცელების პიკი.
ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შორის, რომლებიც მოგვმართავენ უდიდესს ნაწილს აქვს სასუნთქი სისტემის დაზიანება, ფილტვების ანთების ხვედრითი წილი ძალიან მაღალია.
ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს, განსაკუთრებული სიმძიმე პედიატრიულ ჰოსპიტალში არ აქვს, ყველა შემთხვევა წარმატებით იმართა ანტივირუსული საშუალებით და ანტიბიოტიკებით. ყველა ბინაზე გაეწერა. ყველა პაციენტთან გვქონდა კითხვა აცრაზე და აბსოლუტურ უმრავლესობა არ იყო აცრილი.
32 ბავშვამდე წევს კლინიკაში, რომელსაც აქვს სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება. წლევანდელი და გასული წლის ციფრები გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსია, განსხვავება გვაქვს შემთხვევების ადრეულ მატებასა და გავრცელებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო 5-6 კვირაა, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსი არ გვაქვს“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა