პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება
პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება, კომპანიებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლება უნდა მოიპოვონ | ამას ოცნების მიერ "უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში კანონიერად იმუშაოს, მას უნდა ჰქონდეს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლებების შესახებ თხოვნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპანიებმა უნდა მიმართონ. აღნიშნულ მოთხოვნაზე ჯანდაცვის სამინისტროს უარის ან თანხმობის სათქმელად 30 კალენდარული დღეს აქვს.
შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.
ქვეყანაში უცხოელთა დასაქმების შეზღუდვის ინიციატორები ოცნების დეპუტატები: მარიამ ლაშხი, შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა და ირაკლი კირცხალია არიან.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია (რომელსაც ახორციელებს ამ უცხოელის დამსაქმებელი). კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში დასაქმებაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური ან ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც,“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
სიახლეები
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
- "ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას არ უხსენებია" - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა