უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
უცნობია სხვა დეტალები.
დაღუპულის თანამებრძოლი სამძიმარს უცხადებს ოჯახს და წერს, რომ „მებრძოლებისთვის სიკვდილი პატივია“.
„კიდევ ერთი გმირი ძმა დაგვაკლდა სამწუხაროდ, დიდება ძმაო შენს გმირ სულს.. ვუსამძიმრებ პირველ რიგში ოჯახს ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს გმირი ბიჭის გარდაცვალებას.
გისამძიმრებთ ბიჭებო ჩვენი ძმის გარდაცვალებას. მებრძოლი ბრძოლაში კვდება, ბრძოლაში სიკვდილი კი ჩვენთვის პატივია მებრძოლებს ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზას ბევრი ვერ გაიგებს....”, წერს ავთო ქაჯაია “ფეისბუქზე“.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან