უსახლკაროს მიმართ უპატივცემულოდ მოპყრობისთვის ესპანელ ვლოგერს პატიმრობა ელის
უპატივცემულო საქციელის გამო ესპანელ ვლოგერს 15-თვიანი პატიმრობა ელის.
მიზეზი უსახლკაროს მოტყუებაა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, იუთუბერმა უსახლკარო კაცს ორცხობილა შესთავაზა, რომლის შიგთავსიც კბილის პასტა იყო.
The New York Times-ი ბარსელონას სასამართლოზე დაყრდნობით წერს, რომ კენჰუა რენმა „მორალური ერთიანობის პრინციპი“ დაარღვია.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ YouTube-არხი ReSet-ი უნდა დაიხუროს და 2024 წლამდე გვერდზე ვიდეოები არ აიტვირთოს.
ესპანელ ვლოგერს უსახლკარო კაცისთვის კომპენსაციის სახით €20,000 გადახდაც მოუწევს.
imedinews.ge
სიახლეები
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი