"ის მისი მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონების სიაში ირიცხებოდა" - რას წერს რუსული მედია უკრაინელი მოდელისა და სააკაშვილის რომანზე
ცნობილი უკრაინელი მოდელი ელენა ბურჩაკი, რომელსაც რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რომანი ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვთან ახლოს, ავარიაშია მოყვა.
Telegram-канала 112-ის ცნობით, 27 წლის მოდელი საკუთარი ავტომანქანით Range Rover-ს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა ავტომანქანას თავად მართავდა. იგი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჯიპს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 29 აპრილს მოხდა. როგორც მედია წერს, ბურჩაკი სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლასაც არ დაელოდა და შემთხვევის ადგილი Maybach-ის მარკის ავტომობილით დატოვა.
რუსული მედიის ცნობით, ბურჩაკმა და სააკაშვილმა ერთმანეთი კიევში, ერთ-ერთ ელიტარულ წვეულებაზე გაიცნეს და მას შემდეგ ის "სააკაშვილის მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონების სიაში ირიცხებოდა."

თუმცა, სხვა ვერსიების თანახმად, მათ საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთად დასასვენებელად მონაკოშიც იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, უკრაინელ მოდელს "პორშე" სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა. ის საქართველოს ექსპრეზიდენტთან ურთიერთობას არ მალავდა და ამის შესახებ რამდენიმე ტელეგადაცემაშიც უსაუბრია.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ელენა ბურჩაკის წინააღმდეგ საქმე უკვე ორი მუხლით არის აღძრული - სხვისი ქონების დაზიანება და ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ მან შეძლო და ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან და ასევე შემთხვევის შედეგად დაზარალებულთან "პრობლემები მოაგვარა".
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მადლიერია ყველასი, ვინც მას გულშემატკივრობდა და თქვა, რომ ახალი "პორშეს" შეძენას აპირებდა, რადგან ძველი პრაქტიკულად გამოუყენებელია. ამჟამად მოდელი მოსკოვში ცხოვრობს და ადგილობრივი შოუბიზნესის ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული.
მედია ბურჩაკს "კიეველ ლამაზმანად" იხსენიებს, თუმცა, სინამდვილეში რუსეთში, ბრიანსკის ოლქში დაიბადა. მას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, თუმცა სამუშაო გამოცდილება, თუ ფოტომოდელობას არ ჩავთვლით, არსად უფიქსირდება.

სიახლეები
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი