ამ გვერდის ამობედვა

China Southern Airlines-ი პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებს

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი ურუმჩის გავლით პეკინი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო რეისებს შესრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

,,შედეგად, 2026 წლის ზაფხულიდან საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის ფრენებს უკვე ორი ავიაკომპანია – Air China და China Southern Airlines-ი მოემსახურება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების ფრენები შემდეგი მარშრუტით განხორციელდება: პეკინი – ურუმჩი – თბილისი – ურუმჩი – პეკინი. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე 2016 წლიდან პანდემიის დაწყებამდე (2020 წლის იანვარი) ოპერირებდა. რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 ივნისიდან დაიწყება და სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელების უფლება უკვე მიანიჭა”,- წერია ინფორმაციაში.

წაკითხვა 74 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2026