თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა
51 წლის ასაკში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
პროფესიით ეკონომისტი, პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. წლების წინ ის პარტია "ახალი მემარჯვენეების" პოლიტსაბჭოს წევრი იყო, 2004-2008 წლებში საქართველოს VI მოწვევის პარლამენტარი, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
2017 წლიდან უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გარაცვალების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს ქალაქის საკრებულო:
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.
დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დავით უჯმაჯურიძე აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის გახლდათ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი" - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების შესახებ წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
"იმ დღეს ვნახე. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი... ჯაკოს სახელის მინიჭება უნდათ მის მეზობლებს ქუჩისთვის, სადაც ლევანი ცხოვრობდა და გიორგი ტყემელაძესთან ვსაუბრობდით ამ თემაზე... ჯაკოზე მელაპარაკა, როგორ მეტკინა გულიო და დღეს გავიგე რომ ეს უკარგესი ბიჭიც წავიდა ამ ქვეყნიდან! ძალიან კარგი ბიჭი! რა სისულელეებზე ვხარჯავთ ემოციებს, ნერვებს და დროს, ღმერთო!!! მერამდენე კარგი კაცი წავიდა..." - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ambebi.ge
სიახლეები
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი