საქართველოს ბანკი სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით პროგრამა START-ს იწყებს
საქართველოს ბანკი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს.
პროგრამის მიზანია, ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების მოზიდვა, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა.
პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ახალი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ.
პროგრამის წარმატებული მონაწილეები საქართველოს ბანკში დასაქმდებიან. საქართველოს ბანკი კი, თავის მხრივ, შეძლებს შექმნას ახალგაზრდა ტალანტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტური პროგრამების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში პრაქტიკის გავლა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიარონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და იპოვონ საკუთარი როლი შესაბამის გუნდებში. ასევე, გაეცნონ და იმუშაონ ეჯაილის პრინციპებით, დანერგონ ის პრაქტიკაში. სტუდენტური პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტური პროგრამა ბანკში 2014 წლიდან მოყოლებული წარმატებით ხორციელდება. პროგრამის გამორჩეული მონაწილეები კი დღეს უკვე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები არიან", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
on.ge
სიახლეები
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი