ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ბათუმში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა სავარაუდოდ დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით დაიღუპა.
ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა ერთნაირი სიპტომებით მოხვდა, მათგან ერთი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ექიმების თქმით, გარდაცვალების სავარაუდოდ მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობაა.
უგონო მდგომარეობაში იყო ორი გოგოც. მათი მდგომარეობა უკვე სტაბილურია და სახლშიც გაწერეს. კლინიკებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სულ სამი ახალგაზრდა შეიყვანა. კიდევ რამდენიმემ კი სამედიცინო დაწესებულებებს თავისით მიმართა. შემთხვევა 19 აგვისტოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით ზღვისპირა ქალაქში მდებარე კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, შემდეგ კი შეუძლოდ გახდნენ.
ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი