საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება
საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება და მკურნალობას აგრძელებს.
როგორც კლინიკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანა გოგიჩაძემ, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ილია ჯიშკარიანი კლინიკაში გუშინ გამთენიისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა შეიყვანა.
ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ცნობებს, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებენ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ტეგები:
სიახლეები
- შალვა თადუმაძე კითხვაზე: ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, აცხადებს, რომ „არ იცის“
- „ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
- ახალი მსოფლიო წესრიგი - როგორ აისახება ეს საქართველოზე
- როდისაა მოსალოდნელი ავიარეისების აღდგენა რუსეთთან და რატომ ალაპარაკდა მოსკოვი ფრენების განახლებაზე
- სალომე ზურაბიშვილი - ნატო-ში შესვლა გამოცდა არ არის, სადაც თუ საჭირო ნიშნებს დააგროვებ, ავტომატურად მიგიღებენ