"უბრალოდ, ვიძირებით!"- მალხაზ მაჩალიკაშვილი
არც ერთ პროკურორს და მოსამართლეს არ შეუძლია თავისი პოზიცია გამოხატოს და სიმართლე თქვას. უბრალოდ, ვიძირებით, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია.
"ირაკლი ოქრუაშვილი და ის ბიჭები, რომლებიც მასთან ერთად არიან დაკავებული, პოლიტპატიმრები არიან. მსოფლიოში ყველაზე ნაძირალა სასამართლოსთან გვაქვს საქმე. დასახელება არის უბრალოდ, რომ სასამართლოა, თორემ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული. არც ერთ პროკურორს და მოსამართლეს არ შეუძლია თავისი პოზიცია გამოხატოს და სიმართლე თქვას. უბრალოდ, ვიძირებით", - განაცხადა მაჩიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, პანკისში სპეცოპერაციის შემდეგ ხეობაში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, მას არ დაუნახავს.
"მე ვიცი, რომ იოსებ გოგაშვილი, ირაკლი ჩიმაკაძე და ჯაჭვაძე, პირდაპირ ამ სისხლიანი ტერაქტის მონაწილეები არიან. გამოძიება დაწყებული არც ყოფილა, არც დასრულდება, იმიტომ რომ გამოსაძიებელი არაფერია. რადგან სტრასბურგმა წამოიწყო ეს საქმე, ამოქმედნენ, ხალხს პასუხი ხომ უნდა გასცენ? ყველაფერი იმით დასრულდება, რომ სახელმწიფო აღიარებს დანაშაულს, რაც ხეობაში ჩაიდინეს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი