"რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება"
რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში მოხერხდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ყველა უწყება ჩართულია, რათა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
„რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი განთავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წითელ ჯვარს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. წინა შაბათიდან მოყოლებული მაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, პრობლემები, რომელიც მათ ექმნებათ ოპერირებაში, არის მიუღებელი. ამ საკითხზე მე და შესაბამისი უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვმუშაობთ, რომ მათ არ ჰქონდეთ მსგავსი პრობლემები. ისინი უნდა მოქმედებდნენ ოპერატიულად და მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი