ამ გვერდის ამობედვა

"საკ­ვებს ვი­ზო­გავ­დით შიმ­ში­ლით რომ არ დავ­ხო­ცი­ლი­ყა­ვით" - რას ჰყვებიან ლიბიის ციხეში 840 დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები

2 წლი­სა და 4-თვი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, სა­ნავ­თო­ბო ტან­კერ REX-ის კა­პი­ტა­ნი 56 წლის გე­ნა­დი კო­მა­ხი­ძე და კა­პიტ­ნის თა­ნა­შემ­წე 32 წლის რომა კა­კა­ლა­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

 

ლი­ბი­ა­ში მდე­ბა­რე ტა­ჯუ­რას ცი­ხე­ში, თით­ქმის არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებს ემა­ტე­ბო­და სხვა საფრ­თხე­ე­ბიც, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, და­ბომბვე­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბულ ძა­ლებს შო­რის მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბა.

 

 

ერთ-ერთ მათ­განს რომა კა­კა­ლა­ძეს ჯერ კი­დევ ლი­ბი­ა­ში, ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას ინ­ტერ­ნე­ტით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლომ ისი­ნი უდა­ნა­შა­უ­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რა და ად­ვო­კა­ტი მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ჩქა­რობ­დნენ.

 

 

ცნო­ბის­თვის, დიქ­ტა­ტორ მუ­ა­მარ კა­და­ფის 42-წლი­ა­ნი რე­ჟი­მის დამ­ხო­ბის შემ­დეგ, 2011 წლი­დან ლი­ბი­ა­ში სის­ხლისმღვრე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ომია. ქვე­ყა­ნა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლია და ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი თან­და­თან მწვავ­დე­ბა. ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე დიდი და მცი­რე დაჯ­გუ­ფე­ბა იბ­რძვის.

 

 

ლი­ბი­ის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი რომა კა­კა­ლა­ძე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

 

- ტა­ჯუ­რას ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას მე­გო­ნა, რომ ჩემს ქვე­ყა­ნას ვე­ღა­რას­დროს ვნა­ხავ­დი... უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ვარ, რომ დაბ­რუ­ნე­ბა გვე­ღირ­სა. ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვი­საც ვახ­სოვ­დით და ჩვენს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად სი­ტყვით თუ საქ­მით იბ­რძოდ­ნენ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბოლო 6 თვე ყუ­რა­დღე­ბას არ გვაკ­ლებ­და, ყო­ველ­დღე კავ­შირ­ზე იყო. თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბა ალექ­სან­დრე ჭე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც თან­ხა­საც კი მი­რი­ცხავ­და, რომ ცი­ხის მა­ღა­ზა­ში საკ­ვე­ბი მე­ყი­და... ეს არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.

 

 

- რას გე­და­ვე­ბოდ­ნენ?

 

- კონ­ტრა­ბან­დას, არა­და, სა­ბუ­თი თა­ვად ლი­ბი­ის სა­ნა­პი­როს დაც­ვას უნდა მო­ე­ცათ. არ მოგ­ვცეს და დი­ზე­ლის კონ­ტრა­ბან­დუ­ლად მი­ტა­ცე­ბა­ში დაგ­ვა­და­შა­უ­ლეს. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, ავე­ჯი გქონ­დეს გა­და­სა­ზი­დი, გა­მო­ი­ძა­ხო გა­დამ­ზი­დი, დატ­ვირ­თუ­ლი გა­მო­უშ­ვა და გზა­ში პო­ლი­ცია და­ა­წიო, გა­ი­ტა­ცაო...

 

 

- ენა ის­წავ­ლეთ?

 

- კი, რა­ღაც დო­ნე­ზე. ორ წელ­ზე მეტ­ხანს მო­მი­წია იქ ყოფ­ნა... აფ­რი­კი­სა და აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან, ლი­ბი­ა­ში ახლა ყვე­ლა­ზე მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სი­რი­ას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. ტა­ჯუ­რა, სა­დაც ჩვენ ვი­ყა­ვით, ტრი­პო­ლის გა­რე­უ­ბა­ნია. აპ­რი­ლის შემ­დეგ, გარ­შე­მო ომი მძინ­ვა­რებს. ქა­ლა­ქის სამ­ხრეთ ნა­წი­ლი იბომ­ბე­ბა, ჩვენ აღ­მო­სავ­ლე­თი­დან წა­მო­ვე­დით. რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ა­ცი­ე­ბი არი­ან თავ­მოყ­რი­ლი. ვი­თომ რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვი­ან.

 

 

- ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი თუ არ­სე­ბო­ბენ?

 

- პრაქ­ტი­კუ­ლად არა. ერთ დღე­ში, უფრო სწო­რად 4 სა­ათ­ში 50-მდე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ტარ­დე­ბო­და და გა­ნა­ჩე­ნიც გა­მოჰ­ქონ­დათ. პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლე ბრალ­დე­ბულს ამ ერ­თა­დერთ კი­თხვას უს­ვამ­და, ეთან­ხმე­ბით თუ არა ბრალ­დე­ბას... ად­ვო­კა­ტიც ამ­ბობ­და რა­ღა­ცას, ფორ­მა­ლუ­რად. ბოლო სი­ტყვა ისევ მო­სა­მარ­თლეს ეკუთ­ვნო­და - ერთ თვე­ში იქ­ნე­ბა შენი გა­ნა­ჩე­ნიო. სულ ეს იყო. ანუ ფული უნ­დო­დათ. ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­დას გვთხოვ­დნენ... სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბობს ოთა­ხე­ბი, სა­დაც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხე­დან და გარ­კვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს აკონ­ტრო­ლე­ბენ... ანუ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ყვე­ლა სფე­როს ვერ აკონ­ტრო­ლებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ტე­რო­როს­ტე­ბის ხელ­შია. მათ­თვის კი, ფული ყვე­ლა­ფერ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

 

ალექ­სან­დრე ჭე­ლი­ძეს თა­ვა­დაც სურ­და ჩა­მოს­ვლა, რად­გან ცი­ხის უფ­როს­მა უთხრა, ჩა­მო­დი და შენს მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­გა­ტა­ნო, მაგ­რამ მე და კა­პი­ტა­ნი კო­მა­ხი­ძე წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვით. არ გვქონ­და გა­რან­ტია, რომ მა­საც არ აიყ­ვან­დნენ მძევ­ლად. იქ ვე­რა­ვის ენ­დო­ბი და არც არაფ­რის გა­რან­ტია არ­სე­ბობს.

 

 

რომა კა­კა­ლა­ძე

 

 

- ცი­ხე­ზეც გვი­ამ­ბეთ - ვიცი, რომ თა­ვი­დან არ იყო საკ­ვე­ბი, წყა­ლი, არ არ­სე­ბობ­და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა...

 

- პირ­ვე­ლი წელი ამ მხრივ ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო, კვი­რა გა­დი­ო­და, საკ­ვებს ვი­ზო­გავ­დით შიმ­ში­ლით რომ არ დავ­ხო­ცი­ლი­ყა­ვით და კვი­რა­ში - 3, ზოგ­ჯერ კი, 4 დღეც მშივ­რე­ბი ვი­ყა­ვით. წა­მა­ლი რომ და­მე­ლია, წყა­ლი არ იყო და წვი­მის მოს­ვლას ვე­ლო­დი... მერე ვი­ღა­ცის ჩა­რე­ვით, ცი­ხე­ში მა­ღა­ზია გა­იხ­სნა, სა­დაც საკ­ვე­ბიც და ტან­საც­მე­ლიც იყი­დე­ბო­და. თუ ფული გვექ­ნე­ბო­და, მში­ე­რი არ მოკ­ვდე­ბო­დი. ჩვე­ნამ­დე თან­ხა თურ­ქე­თის სა­კონ­სუ­ლოს გავ­ლით მო­დი­ო­და და არას­დროს დაგ­ვკარ­გვია, მაგ­რამ სა­კან­ში ნარ­კო­მა­ნე­ბი გვყავ­და, ლი­ბი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი და­ძი­ნე­ბის შემ­დეგ, მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყიდ პო­მი­დორს, პურს და მა­კა­რონს გვპა­რავ­დნენ, ნარ­კო­ტიკ­ზე რომ გა­და­ეც­ვა­ლათ... 1 კგ ბრინ­ჯი 5 დი­ნა­რი ღირ­და და ასე აკო­წი­წებ­დნენ ფულს. ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ ვი­ჩხუ­ბეთ, რის შემ­დე­გაც, მე და კა­პი­ტა­ნი კო­მა­ხი­ძე სხვა­დას­ხვა ბლოკ­ში გა­და­ვე­დით. ის უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან წა­ვი­და, თურ­ქებ­თან და შემ­დეგ, თან­და­თან და­ლაგ­და ვი­თა­რე­ბა. ორი­ვემ ამო­ვი­სუნ­თქეთ.

 

 

- ისი­ნი რის­თვის იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს?

 

- კონ­ტრა­ბან­დის­თვის... ამ უმ­ძი­მეს 840 დღე­ში კუ­რი­ო­ზუ­ლი მო­მენ­ტიც იყო, ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ, ერთი დღით გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს და გე­მი­დან ტვირ­თი გად­მოგ­ვატ­ვირ­თი­ნეს. მა­შინ სა­ნა­პი­რო დაც­ვის მე­თა­ურ­მა, ვინც დაგ­ვა­კა­ვა, გვკი­თხა, რო­გო­რი პი­რო­ბე­ბია ცი­ხე­შიო და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რიო, ვუ­თხა­რით. შე­ვე­ცო­დეთ და ერთი კვი­რა დაგვტო­ვა გემ­ზე და იქ თა­ვი­სი ხარ­ჯით გვა­ცხოვ­რა. მა­შინ სა­უ­ბარ­ში გვი­თხრა, თქვენ­მა კომ­პა­ნი­ამ ფული არ გა­და­მი­ხა­დაო. ის იყო მარ­შრუტ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და წილ­საც ითხოვ­და, მან კი არ გა­და­უ­ხა­და და ჩვენ კი­ნა­ღამ შე­ვე­წი­რეთ....

 

რო­დე­საც გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს, ცი­ხეს­თან ჩვე­ნი სა­პა­ტიო კონ­სუ­ლი, ლი­ბი­ე­ლი ალი ეშეტ­ვუ მო­ვი­და. ცი­ხის კარი გაგ­ვი­ღეს და ეს გან­ცდა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ალიმ მან­ქა­ნით ტრი­პოლ­ში ჩაგ­ვიყ­ვა­ნა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღე სას­ტუმ­რო­ში ვი­ყა­ვით. ტა­ჯუ­რის ცი­ხის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც სულ ის­მო­და და­ბომბვის ხმა და ლა­მის იავ­ნა­ნად ჩაგ­ვეს­მო­და, კონ­კრე­ტუ­ლად, ტრი­პოლ­ში სიმ­შვი­დე იყო...

 

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ეგ­ვიპ­ტე­ში დრო­ე­ბი­თი პას­პორ­ტე­ბი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა. ჩვე­ნი, და­კა­ვე­ბის დროს ჩა­მორ­თმე­უ­ლი პას­პორ­ტე­ბი, მე­ზღვა­უ­რის სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი არ დაგ­ვიბ­რუ­ნეს, მაგ­რამ არა­ფერს ვდარ­დობ. ყვე­ლა­ფერ­ზე ძვირ­ფა­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა.

 

 

- მე­ზღვა­უ­რო­ბის რამ­დენ­წლი­ა­ნი სტა­ჟი გაქვთ?

 

- 8 წელი ზღვა­ში ვი­ყა­ვი. სო­მა­ლიც გავ­ლი­ლი მაქვს და ნი­გე­რი­აც. პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნამ კი არა, სა­ერ­თოდ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან პირ­ვე­ლად მო­მი­წია ურ­თი­ერ­თო­ბა, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პატ­რულ­მა 20-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­მი­წე­რა... ახლა პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბას უნდა მივ­ხე­დო. სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ რო­დე­საც გემ­ზე მე­ზღვა­უ­რად იწყებ მუ­შა­ო­ბას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი უნდა იყო. ლი­ბი­ის ცი­ხის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ნამ­დვი­ლად აი­სა­ხა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბა­დია და რად­გან პრო­ფე­სი­ით მე­ზღვა­უ­რი ვარ, ვა­პი­რებ ჩემი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლო... აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­მი­რე­კა და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. ვნა­ხოთ, რის სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა.

 

 

გე­ნა­დი კო­მა­ხი­ძე, კა­პი­ტა­ნი:

 

- ლი­ბი­ა­ში არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მის წყლებ­ში შეს­ვლა­სა და სატ­ვირ­თო ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას კრძა­ლავს... მა­ინც დაგ­ვა­პა­ტიმ­რეს... ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ეს პე­რი­ო­დი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ვა­ტა­რეთ. ახლა ქვე­ყა­ნას მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნე­ბი მარ­თა­ვენ, რომ­ლე­ბიც სხვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბებს ფულს სძა­ლა­ვენ.

 

 

- იმ კომ­პა­ნი­ი­დან, რომ­ლის ტვირ­თიც გა­და­გ­ქონ­დათ, არა­ვინ შე­გეხ­მი­ა­ნათ?

 

- არა, არც მფლო­ბე­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლა ჩვენ­თან... 5 წე­ლია კა­პი­ტა­ნი ვარ. ისე კი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ზღვა­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. 23 წლის ვი­ყა­ვი სა­ზღვაო სას­წავ­ლე­ბე­ლი რომ და­ვამ­თა­რე, ახლა 58 წლის კაცი ვარ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წყალ­ში ვი­ყა­ვი... ეს იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი პა­ტიმ­რო­ბა და იმე­დია, უკა­ნას­კნე­ლიც. უმ­ძი­მე­სი 2 წელი და 4 თვე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ცი­ხის მე­თა­უ­რო­ბა დი­ლას რა­საც გვე­ტყო­და, სა­ღა­მოს უკვე სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე იყ­ვნენ... ახლა მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­ვი­ა­რო. 2 წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ცივ ქვა­ზე და­დე­ბულ მატ­რას­ზე გვე­ძი­ნა. სა­ში­ნე­ლი ზამ­თა­რი იცის, თუმ­ცა, ზა­ფხულ­შიც კი ცივა... ცი­ხის შე­ნო­ბა­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი იყო. თა­ვად შე­ნო­ბა, ბო­ლომ­დე არ იყო გა­და­ხუ­რუ­ლი. რკი­ნის გი­სო­სე­ბი კი ჰქონ­და, მაგ­რამ ჰა­ე­რი ატან­და, რად­გან ჰერ­მენ­ტუ­ლად არ იყო გა­და­ხუ­რუ­ლი და ზამ­თარ­ში ისე ცი­ო­და და ქარი ისე შე­მო­დი­ო­და, რო­გორც გა­რეთ, ქუ­ჩა­ში. თან გათ­ბო­ბა არ არ­სე­ბობს...

 

 

- კი­დევ რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰყავ­დათ პა­ტიმ­რო­ბა­ში?

 

- უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, თურ­ქე­ბი, ხორ­ვა­ტე­ბი, ადრე რუ­სე­ბიც ყი­ფი­ლან, მაგ­რამ მე არ დამ­ხვედ­რია. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვეს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­საც ედა­ვე­ბოდ­ნენ... მათი მთავ­რო­ბაც ძა­ლი­ან ბევ­რს აკე­თე­ბენ, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ხერ­ხდა.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 539 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 21 2019