ზურა ჯაფარიძე - შმაქსისტებზე“ ნადირობა დაიწყეს, საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან
ჩვეულებრივი საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან, შურისძიებითაა დაკავებული მთელი პოლიცია, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე შსს-სთან გამართულ საპროტესო აქციას, რომელზეც „შმაქსისტებმა“ პატრულის მიერ მათი დაჯარიმება გააპროტესტეს.
„დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის საკრებულომ შეიტანა ცვლილება დადგენილებაში, სადაც წერია, რომ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ტაქსის აბრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. ნორმატიული აქტის გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე დაიწყეს ნადირობა „შმაქსისტებზე“ და დააჯარიმეს რანდენიმე ათეული ადამიანი, 200ლარის ოდენობით. ჩვეულებრივი საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან, შურისძიებითაა დაკავებული მთელი პოლიცია. ჩვენ ვითხოვთ ამ ჯარიმების გაუქმებას, ასევე ვითხოვთ ვადას იანვრის ბოლომდე, რომ შევძლოთ ახალი აბრების დამზადება“, - განაცხადა აქციაზე ზურა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია