ვინ არის სტეფან ჰაუზერი? - გაიცანით ხორვატი მუსიკოსი, რომელმაც ქართველების გული დაიპყრო
მუსიკოსის ვიდეოებს "ფეისბუქზე" ათასობით გაზიარება, მოწონება, კომენტარი და მილიონობით ნახვა აქვს.
სტეფან ჰაუზერი ხორვატიიდანაა. ის 1986 წლის 15 ივნისს დაიბადა. სტეფანი წლების განმავლობაში ჯგუფ 2Cellos ერთ-ერთი წევრი იყო. ჯგუფმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი წარმატებული კონცერტი გამართა. დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა 2018 წელს მუსიკოსებმა კარიერის დამოუკიდებლად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს და ჯგუფი დაიშალა.
სტეფანმა საშუალო სკოლა რიჯეკაში დაამთავრა. უმაღლესი განათლება კი ჯერ ზაგრებში, ხოლო შემდეგ, ლონდონში მიიღო.
ჰაუზერს წარმატებული კონცერტები აქვს ჩატარებული მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. ის სხვადასხვა პრესტიჟული მუსიკალური კონკურსების გამარჯვებულია და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებზე ეპატიჟებიან.
რაც შეეხება სტეფანის პირად ცხოვრებას, მუსიკოსმა ორი წლის წინ უამრავ გოგონას დასწყვიტა გული. ის ხორვატ პოპ შემსრულებელზე ჯელენა როზგაზე დაქორწინდა. ექვსთვიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, სტეფანი და ჯელენა 2016 წელს დაინიშნენ და მალევე დაქორწინდნენ კიდეც. "ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ“ - ციტირებს 38 წლის როზგას სიტყვებს ხორვატიული გამოცემა Slobodna Dalmacija.
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”