ამ გვერდის ამობედვა

"ოჯახში საახალწლო ფუსფუსი იყო... 12 საათისკენ დამირეკეს, ძებნის ოპერაციაში დახმარება გვჭირდებაო" - პროფესიები, რომლებიც დღესასწაულს არ ცნობს

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე შეჩ­ვე­უ­ლი არი­ან, რომ რო­მე­ლი­მე დღე­სას­წა­ულ­ზე ან უბ­რა­ლოდ, მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს, შე­საძ­ლოა, ოჯახ­თან ერ­თად არ იყ­ვნენ. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ეს დიდი ხნის წინ, ფორ­მის ჩაც­მის­თა­ნა­ვე გა­აც­ნო­ბი­ე­რეს...

 

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის პრო­ფე­სი­ულ ახალ წელს...

 

 

გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:

 

- მე­ო­თხე წე­ლია, რაც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ. პი­რო­ტექ­ნი­კის სრო­ლას გა­მო­ძა­ხე­ბე­ბიც მოჰ­ყვე­ბა-ხოლ­მე. ეს ხდე­ბა 1-ლის 15 წუთ­ზე. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­კე­ტი­ლია, რად­გან ხალ­ხი რა­ი­ო­ნებ­ში მი­დის. მათი მე­ზობ­ლად მცხოვ­რობ­ლე­ბი კი, აი­ვან­ზე ის­ვრი­ან პი­რო­ტექ­ნი­კას, ნა­პერ­წკლებს კი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ, ბავ­შვებს ვერც მოს­თხოვ ყუ­რა­დღე­ბით იყონ, რათა სხვის აივ­ნებ­ზე ხან­ძა­რი არ გაჩ­ნდეს... ასეთ დროს, თო­კე­ბით ჩავ­დი­ვართ ზედა სარ­თუ­ლი­დან, თუ ისიც ჩა­კე­ტი­ლია, ქვე­მო­დან კი­ბე­ე­ბით ავ­დი­ვართ. თან ყვე­ლა­ფე­რი ოპე­რა­ტი­უ­ლად უნდა მოხ­დეს, რად­გან ცე­ცხლი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა...

 

 

ერთ ახალ წელს, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მოგ­ვი­წია გას­ვლა, რად­გან ქუ­ჩე­ბი ვიწ­როა იქამ­დე მის­ვლა ძა­ლი­ან გვი­ჭირს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, ვიდ­რე მან­ქა­ნა მი­უდ­გე­ბო­და, დრო რომ არ დაგ­ვე­კარ­გა, 200 მეტ­რი ფე­ხით გა­ვი­ა­რეთ. მეშ­ვი­დე თუ მერ­ვე სარ­თუ­ლი იყო და რო­გორც ზედა, ისე ქვე­და სახ­ლე­ბი ჩა­კე­ტი­ლი იყო. ძა­ლი­ან ვიწ­ვა­ლეთ... თო­კე­ბი და წყლის მი­ლე­ბი გა­და­ვა­ბით და ამა­სო­ბა­ში რო­გორ­ღაც მან­ქა­ნაც ამო­ვი­და. ჩვენ უკვე მზად და­ვახ­ვედ­რეთ და პირ­და­პირ წყლის ამო­ქაჩ­ვა და­ი­წყო... ბი­ნა­ში გვერ­დი­დან შე­ვე­დით. ეს იყო ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო გა­მო­ძა­ხე­ბა, თუმ­ცა ცე­ცხლი ძა­ლი­ან სწრა­ფად ჩა­ვაქ­რეთ.

 

 

გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი

 

 

ბექა მეშ­ვე­ლაშ­ვი­ლი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:

 

- ერთ-ერთ ახალ წელს, სტუ­დენ­ტებს გა­და­უ­წყვი­ტი­ათ კერ­ძო სახ­ლი ექი­რა­ვათ, რათა დღე­სას­წა­ულს ერ­თად შეხ­ვედ­როდ­ნენ. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი იყო, მე­ო­რე სარ­თულ­ზე მი­სა­ღე­ბი იყო მო­წყო­ბი­ლი და ბუ­ხა­რი ენთო, ქვე­მოთ სუფ­რა ჰქონ­დათ გაშ­ლი­ლი და სა­ქე­ი­ფოდ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ... ბუხ­რის გარ­შე­მო ერთი ფენა მეტ­ლა­ხი იყო და­გე­ბუ­ლი, მერე კი პარ­კე­ტი იყო. ეტყო­ბა, ბუხ­რი­დან ნაკ­ვერ­ჩხა­ლი გა­მო­ვარ­და და შიდა წვა და­ი­წყო. მე­ო­რე სარ­თუ­ლებს შო­რის, მტვე­რი სა­დაც გროვ­დე­ბა, იქ მი­დი­ო­და შიდა წვა. შემ­დეგ ფი­ცარ­ზე გა­და­ვი­და, გარ­შე­მო კვამ­ლიც იყო და სუ­ნიც იდგა...

 

 

მერე კი ცე­ცხლის ალიც უკვე ალაგ-ალაგ პარ­კეტ­ზეც ამო­ვარ­და. 112-ზე კი და­რე­კეს, მაგ­რამ ჩვენს მოს­ვლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი პა­ნი­კა­ში ჩაც­ვივ­დნენ. მე­პატ­რო­ნე­მაც სწო­რედ მა­შინ და­ა­პი­რა თურ­მე მათი მო­ნა­ხუ­ლე­ბა, უფიქ­რია, ბავ­შვებს გა­დავ­ხე­დავთ რო­გო­რი არი­ა­ნო და შამ­პა­ნი­უ­რით და ტკბი­ლე­უ­ლით აუყ­ვა გზას მათ­კენ. იმ ქუ­ჩა­ზე ისე­დაც ვიწ­რო გზაა. ჩვე­ნი გავ­ლა სულ პრობ­ლე­მაა, ქუ­ჩე­ბის სი­ვიწ­რო­ვის გამო...

 

 

მოკ­ლედ, სახ­ლის მე­პატ­რო­ნე კაცი მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩვენ დაგ­ვემ­თხვა, თა­ვის­თვის მშვი­დად მი­დი­ო­და მან­ქა­ნით, ჩვენ კი უკან მივ­ყვე­ბო­დით და არა­ერ­თგზის თხოვ­ნა-მი­მარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, გვერ­დზე არ გა­წე­უ­ლა... არა­და, შე­ეძ­ლო ბორ­დი­ულ­ზე აწე­უ­ლი­ყო. ასე ვსდი­ეთ უკან და რო­დე­საც მო­სახ­ვევ­ში შე­უხ­ვია, მხო­ლოდ მა­შინ გა­და­ვას­წა­რით. რო­გორც კი მი­ვე­დით, თვი­თო­ნაც რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ამო­ვი­და... სახ­ლის მთლი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რა არ დარ­ღვე­უ­ლა, მხო­ლოდ ია­ტა­კი ამოვ­ჭე­რით, რად­გან შიდა წვა გრძელ­დე­ბო­და. ია­ტა­კი მთლი­ა­ნად ამოვ­ყა­რეთ, რომ ხან­ძა­რი ჩაგ­ვექ­რო, თან წყალს ვას­ხამ­დით, რომ ცე­ცხლის კერა არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რო­მე­ლიც პირ­ველ სარ­თულ­ზე გაშ­ლილ სუფ­რა­ზე ის­ხმე­ბო­და... ახალ­გაზ­რდებს ახა­ლი წელი ჩა­ე­შა­ლათ. იქი­დან და­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, იმას ვინ ჩი­ო­და, მთა­ვა­რია სახ­ლი გა­და­ვარ­ჩი­ნე­თო, ამ­ბობ­დნენ. შემ­დეგ პატ­რონ­მაც აღი­ა­რა, თურ­მე ჩემი სახ­ლი იწ­ვო­და, მის ჩა­საქ­რო­ბად მო­დი­ო­დით და მე გზა არ და­გით­მე­თო...

 

 

ბექა მეშ­ვე­ლაშ­ვი­ლი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი

 

 

გი­ორ­გი ირე­მა­ძე, მე­სა­ზღვრე-პო­ლი­ცი­ე­ლი, მა­ი­ო­რი:

 

- რაც თავი მახ­სოვს, თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე თუ არა, მე­სა­ზღვრე­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვტრი­ა­ლებ, რად­გან მა­მაც მე­სა­ზღვრეა და ძმაც... არა­ერ­თი სა­მა­ხუ­რებ­რი­ვი ის­ტო­რი­ის გახ­სე­ნე­ბა შე­მიძ­ლია. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე სამ­სა­ხუ­რის შეს­რუ­ლე­ბა რამ­დე­ნა­დაც სა­ა­მა­ყოა, იმ­დე­ნად რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხიმსგებ­ლოა. სამ­სა­ხუ­რის შეს­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მკაცრ პი­რო­ბებ­ში გვი­წევს. მე­სა­ზღვრე-პო­ლი­ცი­ე­ლებს 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, ნე­ბის­მი­ერ ამინ­დში გვი­წევს სამ­სა­ხუ­რის შეს­რუ­ლე­ბა და არც დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე დას­ვე­ნე­ბით ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი, რო­დე­საც ფორ­მას იც­ვამს, ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს.

 

 

ჩემი მე­უღ­ლე მე­ო­რე შვილს რომ ელო­დებ­და, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე ვპატ­რუ­ლი­რებ­დი. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ მო­მი­წია ყოფ­ნა, თუმ­ცა, სუ­ლი­თა და გუ­ლით მე­უღ­ლის გვერ­დით ვი­ყა­ვი. 21 მარ­ტი, ”მე­სა­ზღვრის დღე“ თენ­დე­ბო­და და სწო­რედ ამ დღეს და­ი­ბა­და ჩემი შვი­ლი, სან­დრო. შე­საძ­ლოა, ეს უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვაა, თუმ­ცა ჩემ­თვის სიმ­ბო­ლუ­რია, რომ სამ­ყა­რომ მე­სა­ზღვრეს, თა­ვის პრო­ფე­სი­ულ დღეს შვი­ლი აჩუ­ქა... მას შემ­დეგ, ჩემი სა­მე­გობ­რო და ახ­ლობ­ლე­ბი შვი­ლის შე­ძე­ნა­სა და მე­სა­ზღვრის დღეს ერ­თდრო­უ­ლად მი­ლო­ცა­ვენ. პრო­ფე­სი­ულ დღეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით და ჩვენ­თან ერ­თად, ამ დღეს და იუ­ბი­ლეს ჩემი ვა­ჟიც აღ­ნიშ­ნავს.

 

 

2014 წელი შე­მო­დი­ო­და, ოჯახ­ში სა­ა­ხალ­წლო ფუს­ფუ­სი იყო. 12 სა­ა­თის შეს­რუ­ლე­ბას წუ­თე­ბი აკ­ლდა, რო­დე­საც ხელ­მძღვა­ნელ­მა და­მი­რე­კა, სა­ზღვარ­ზე დარ­ღვე­ვაა და სარ­ფის სა­სა­ზღვრო სექ­ტორ­ზე ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბაო. იმ პე­რი­ოდ­ში სარ­ფის სა­სა­ზღვრო სექ­ტო­რის უფ­რო­სი, ჩემი ძმა, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი გოჩა ირე­მა­ძე იყო. თა­ვად სამ­სა­ხურ­ში იყო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ახალ წელს ოჯახ­ში ვერ შეხ­ვდე­ბო­და. და­ვუ­რე­კე, შე­ვეც­დე­ბი, შენ­მა ოჯახ­მა უშე­ნო­ბას ვერ იგ­რძნოს, შენს ცოლ-შვილს ჩვენ­თან წა­მო­ვიყ­ვან-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ შე­ვუს­რუ­ლე. იმ­დე­ნად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. მეც მო­მი­წია სამ­სა­ხურ­ში გას­ვლამ და მთე­ლი ღამე ვე­ძე­ბეთ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი. ცი­ო­და და ყი­ნავ­და, მაგ­რამ სამ­სა­ხურ­მა ცუდი ამინ­დი არ იცის. მისი და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ გამ­თე­ნი­ას შევ­ძე­ლით.

 

 

გი­ორ­გი ირე­მა­ძე, მე­სა­ზღვრე-პო­ლი­ცი­ე­ლი

 

 

გი­ორ­გი და­უ­დოშ­ვი­ლი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სერ­ჟან­ტი:

 

- ახლა წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ბაზა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია, გან­წყო­ბაც სა­ა­ხალ­წლო გვქონ­და, ხა­ლი­სი­ა­ნი... თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში შევ­ხვდით, მაგ­რამ წლე­ბის წი­ნან­დელ კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, რო­მე­ლიც არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა. ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, შუკ­ვა­ნის სა­ხე­ლო­ბის ბა­ზა­ზე კარ­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დით. საკ­მა­ოდ გამ­ძლე იყო, კა­რე­ბიც კო­დით იღე­ბო­და, ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი სა­ი­და­ნაც შე­მოძ­რო­მა შე­იძ­ლე­ბო­და იყო კონ­დინ­ცი­ო­ნე­რის მილი, სა­ი­და­ნაც კა­რავს ცივი და თბი­ლი ჰა­ე­რი მი­ე­წო­დე­ბო­და. მე მას­თან ახ­ლოს ვი­წე­ქი. ღამე 3 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რომ დავ­წე­ქი, მაგ­რამ ვერ ვი­ძი­ნებ­დი. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ხმა­უ­რი შე­მო­მეს­მა, მილ­ში ვი­ღაც მოძ­ვრე­ბო­და... ჩუ­მად წა­მოვ­ხტი და ია­რა­ღის კონ­და­ხი და­ვუ­ში­ნე... იქი­დან ვი­ღაც აყ­ვირ­და, სან­ტა ვარ, ბიჭო, სან­ტა... თურ­მე წინ ქარ­თვე­ლი მოძ­ვრე­ბო­და, უკან კი ამე­რი­კე­ლი მოჰ­ყვე­ბო­და...

 

 

გი­ორ­გი და­უ­დოშ­ვი­ლი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სერ­ჟან­ტი

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 687 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 04 2020