ამ გვერდის ამობედვა

იცით, რეალურად რას ყიდულობთ ყველის ნაცვლად? - ეს რეკომენდაციები, პროდუქტის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ

2019 წლის პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი "მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სურ­სა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე".

 

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, აკ­რძა­ლუ­ლია იმ სურ­სა­თის ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა, რო­მე­ლიც რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლი, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა, "ყვე­ლის" სა­ხე­ლით გა­ი­ყი­დოს. ამას­თან, მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

 

 

რო­გორც "მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge"-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვახ­ტანგ კო­ბა­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, ზო­გი­ერ­თი მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე გა­მოჩ­ნდა მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც აკ­რძალ­ვე­ბის გამო, კომ­პა­ნი­ებ­მა არა "ყვე­ლი", არა­მედ "სულ­გუ­ნი", "იმე­რუ­ლი", "სა­ხა­ჭა­პუ­რე" ან მსგავ­სი სა­ხე­ლე­ბი და­ა­წე­რეს.

 

 

კო­ბა­ლა­ძე მომ­ხმა­რე­ბელს ურ­ჩევს, შეც­დო­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა კარ­გად წა­ი­კი­თხონ.

 

 

 

 

 

ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა "მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge"-მ "ფრეს­კო­ში" აღ­მო­ა­ჩი­ნა - შპს „ში­რა­ქის“ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი „იმე­რუ­ლი სა­ხა­ჭა­პუ­რე, რძის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით“.

 

 

რო­გორც და­სა­ხე­ლე­ბი­და­ნაც ჩანს, პრო­დუქ­ტი რძის ნა­წარმს არ წარ­მო­ად­გენს, არა­მედ არის „რძის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი“. თუმ­ცა, გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც ყვე­ლი.

 

 

 

 

შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­ხე­ლე­ბამ „იმე­რუ­ლი სა­ხა­ჭა­პუ­რე“ შე­საძ­ლოა მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი ყვე­ლად აღიქ­ვას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თა სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კონ­ტრო­ლი შპს "ში­რა­ქის" რძი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ში და ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორს მის­ცა მი­თი­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად უზ­რუნ­ველ­ყოს სურ­სა­თის ეტი­კე­ტი­რე­ბა.

 

 

"მყიდ­ვე­ლებს ხში­რად გვე­ზა­რე­ბა ეტი­კე­ტე­ბის კი­თხვა. თუკი ეტი­კეტ­ზე წე­რია, რომ ესა თუ ის პრო­დუქ­ტი მცე­ნა­რე­ულ ცხიმს შე­ი­ცავს, ის პრო­დუქ­ტი რძის პრო­დუქ­ტი აღარ არის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია არის ეტი­კე­ტი. მას უბ­რა­ლოდ რომ გა­დავ­ხე­დოთ, შეგ­ვეძ­ლე­ბა დას­კვნის გა­მო­ტა­ნა, ესა თუ ის პრო­დუქ­ტი არის თუ არა რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მე­ო­რე სა­კი­თხია, რამ­დე­ნად სწო­რად არის ეტი­კე­ტი შედ­გე­ნი­ლი და ეს უკვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­გა­ნია.

 

 

თუკი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი რძის­გან არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია, რომ მას ეწე­როს რძის პრო­დუქ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა, მათ შო­რის, „იმე­რუ­ლი“ ან „სა­ხა­ჭა­პუ­რე“. კა­ნო­ნი არ­სე­ბობს, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ამას აკონ­ტრო­ლებს, თუმ­ცა რა თქმა უნდა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პრო­დუქტსა და მა­ღა­ზი­ას ვე­რა­ვინ შე­ა­მოწ­მებს.

 

 

მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი ამ შემ­თხვე­ვა­ში, ისევ თვი­თონ მომ­ხმა­რე­ბე­ლია. მან უნდა შე­ხე­დოს ეტი­კეტს და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბა მი­ი­ღოს, სურს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა. ასე­ვე, როცა თვალ­სა­ჩი­ნო დარ­ღვე­ვას ვნა­ხავთ ანუ პრო­დუქტს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უწე­რია მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მი და ამავდრო­უ­ლად, რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბა აქვს, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალს მო­იხ­დით თუ და­რე­კავთ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე 1501-ზე და დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნებთ" - გვე­უბ­ნე­ბა ვახ­ტანგ კო­ბა­ლა­ძე.

 

 

"მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge" დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტავს მკი­თხვე­ლის­თვის, რის­გან უნდა იყოს რძის პრო­დუქ­ტე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლი და რა შემ­თხვე­ვა­ში არ მი­იჩ­ნე­ვა პრო­დუქ­ცია რძის ნა­წარ­მად:

 

  • რძე და რძის ნა­წარ­მი (გარ­და ყვე­ლი­სა), შე­იძ­ლე­ბა, რძის ფხვნი­ლის­გან დამ­ზად­დეს. რძის ფხვნი­ლი რძის ნა­წი­ლობ­რივ გა­უ­წყლო­ე­ბით მი­ი­ღე­ბა. მი­ზე­ზი არის ის, რომ ფხვნი­ლის შე­ნახ­ვის ვადა უფრო ხან­გრძლი­ვია, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა კი მარ­ტი­ვი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რძის ფხვნი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ რძეს „აღ­დგე­ნი­ლი“ რძე ეწო­დე­ბა, რაც პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

 

  • თუ რძის პრო­დუქ­ტი დამ­ზა­დე­ბუ­ლია რძის ფხვნი­ლით, ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს!

 

  • და­უშ­ვე­ბე­ლია რძის ფხვნი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­წარ­მის ეტი­კეტ­ზე ტერ­მინ „ყვე­ლის“ გა­მო­ყე­ნე­ბა

 

  • სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე უხ­ვად იყი­დე­ბა რძის ნა­წარ­მის მსგავ­სი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­შიც რძის ცხი­მი მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით ან სხვა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი. ასეთ პრო­დუქტზე რძის ნა­წარ­მის მი­თი­თე­ბა, ასე­ვე, წარ­წე­რა რძის პრო­დუქ­ტის „მსგავ­სი“ ან „-ებრი“, აკ­რძა­ლუ­ლია!

 

  • პრო­დუქტს, რო­მე­ლიც არ არის ყვე­ლი, რად­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლია მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის ან რძის ფხვნი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა ეწე­როს „იმე­რუ­ლი“ ან „სა­ხა­ჭა­პუ­რე“.

 

  • პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნუ­ლად ან გე­მო­თი ჰგავს რძის ნა­წარმს, შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ არ შე­ი­ცავ­დეს რძეს.

 

 

"მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge" ასე­ვე გვაფრ­თხი­ლებს, რომ მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის და მოხ­დი­ლი (გა­უ­ცხი­მო­ე­ბუ­ლი) შე­ს­ქე­ლე­ბუ­ლი რძის ნა­რე­ვის ჩვილ ბავ­შვთა კვე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რა­საც კა­ნო­ნიც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

 

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ზოგ­ჯერ წო­ნით გა­ყი­დულ პრო­დუქტს არას­წო­რად აწე­რია რძის ნა­წარ­მის სა­ხელ­წო­დე­ბა, ამი­ტომ პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბას უნდა და­აკ­ვირ­დეთ და თუ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, მო­ი­თხო­ვოთ.

 

 

 

 

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 2019 წლის აპ­რილ-ივ­ნი­სის თვე­ებ­ში მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებ­ზე 25 და­სა­ხე­ლე­ბის სურ­სა­თის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ორში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა ფიქ­სირ­დე­ბო­და, თუმ­ცა პრო­დუქ­ცია რძის ნა­წარ­მის სა­ხელ­წო­დე­ბით იყი­დე­ბო­და.

 

 

ერთ შემ­თხვე­ვა­ში მწარ­მო­ე­ბე­ლი "სულ­გუნს" ყიდ­და, რო­გორც რძის ნა­წარმს, თუმ­ცა ის მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებს შე­ი­ცავ­და, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი დარ­ღვე­ვე­ბი კა­რაქ­ში და­ფიქ­სირ­და.

 

 

ორი­ვე დამ­რღვე­ვი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ „სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სის" 74¹ მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, 200 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1715 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 28 2020