ამ გვერდის ამობედვა

"იისფერი რასა" - 26 თვისება, რომლის მიხედვითაც ინდიგო ბავშვს ამოიცნობთ

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი "გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით" იბა­დე­ბი­ან. ანუ ყო­ველ ახალ თა­ო­ბას, გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­აჩ­ნია, იმი­ტომ რომ მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია წი­ნაპ­რე­ბის სა­ერ­თო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ხა­ზის სრუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

 

თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ისე­თი ბავ­შვე­ბიც, რო­მელ­თა გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა ხში­რად იწ­ვევს გა­ო­ცე­ბას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ჩვენ­ში. ამ­გვა­რი პა­ტა­რე­ბი სხვებ­ზე ადრე სწავ­ლო­ბენ სა­უ­ბარს და თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­თი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ისი­ნი ხში­რად სვა­მენ უფ­რო­სე­ბის­თვის "ჩიხ­ში შემყვან" და "ჩამ­ჭრელ" შე­კი­თხვებს და ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ გა­ი­გონ იმა­ზე მეტი ვიდ­რე იცი­ან. ამ­გვარ პა­ტა­რებს "იის­ფე­რი რა­სის" შთა­მო­მა­ვე­ბი ანუ - "ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი" ჰქვი­ათ.

 

 

ტერ­მი­ნი "ინ­დი­გო" პირ­ვე­ლად ამე­რი­კელ­მა ექ­სტრა­სენ­სმა ნენ­სი ენი ტეპ­მა გა­აჟ­ღე­რა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ნენ­სიმ სა­ხე­ლი ამ თა­ო­ბას მათი აუ­რის ფე­რი­დან გა­მომ­დინ­რე შე­ურ­ჩია. ეზო­თე­რი­კო­სე­ბის აზ­რით ე.წ. "ინ­დი­გო" ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფე­რის - იის­ფე­რი (ინ­დი­გოს ფერი) აურა გა­აჩ­ნი­ათ, რაც გა­ნას­ხვა­ვებს კი­დეც მათ თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან. მიჩ­ნე­უ­ლია რომ ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიხ­ში­რით ქვე­ყა­ნას და­ახ­ლო­ე­ბით 2003 წლი­დან ევ­ლი­ნე­ბი­ან. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან მო­დის დე­და­მი­წა­ზე ე.წ. "იის­ფე­რი რასა" - რე­ფორ­მა­ტო­რი და კოს­მო­პო­ლი­ტუ­რად მო­აზ­როვ­ნე თა­ო­ბა. თუმ­ცა იმის მტკი­ცე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ბაშ­ვი, რო­მე­ლიც 2003 წლის შემ­დეგ მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას აუ­ცი­ლებ­ლად "ინ­დი­გო" იქ­ნე­ბა აბ­სურ­დუ­ლია. ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი სხვე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი­თა და შე­სამ­ჩნე­ვი ასო­ცი­ა­ლუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მათი ინ­ტე­ლექ­ტის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი მცი­რე ასაკ­შიც კი გა­სა­ო­ცარ მაჩ­ვე­ნე­ბელს უახ­ლოვ­დე­ბა. ისი­ნი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი, გო­ნი­ე­რე­ბი და ღრმად მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი არი­ან.

 

 

 

 

ას­ტრო­ლოგ­თა მო­საზ­რე­ბით "ინ­დი­გო ბავ­შვებს" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­აჩ­ნი­ათ პი­რად კოს­მოგ­რა­მა­შიც და სწო­რედ ამ კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­იძ­ლე­ბა მათი ცნო­ბა. თუმ­ცა­ღა თა­ვად ას­ტრო­ლო­გე­ბი "იის­ფე­რი რა­სის" ბავ­შვებს ორ კა­ტე­გო­რი­ად ყო­ფენ: "ინ­დი­გო­ე­ბად" (მათ შო­რის უფრო მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჭარ­ბო­ბენ) და "კრის­ტა­ლე­ბად" (ძი­რი­თა­დად გო­გო­ნე­ბი). ინ­დი­გო თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით არ არის გა­მოკ­ვე­თი­ლად კე­თი­ლი ან გულ­მო­წყა­ლე. თუმ­ცა იგი არც ბო­რო­ტი და მო­ძა­ლა­დეა. კრის­ტა­ლე­ბი კი პი­რი­ქით, საკ­მა­ოდ გულ­მო­წყა­ლე­ე­ბი და სენ­სი­ტი­უ­რე­ბი არი­ან. რო­გორც ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, ინ­დი­გო ბავ­შვე­ბის რუ­კა­ში რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი ას­პექ­ტია მათი უნი­კა­ლუ­რო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი. მათ შო­რი­საა ურა­ნი თევ­ზე­ბის, ნეპ­ტუ­ნი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ას­პექ­ტე­ბით და ვარ­კვლა­ვი სი­რი­უ­სი რო­მე­ლი­მე მთა­ვარ პლა­ნე­ტას­თან შე­ერ­თე­ბა­ში. იმის მი­ხედ­ვით თუ რო­მელ პლა­ნე­ტას­თა­ნაა კონ­კრე­ტუ­ლად ამ ვარ­სკვლა­ვის შე­ერ­თე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მსჯე­ლო­ბა იმა­ზე თუ რა სა­ხის რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი მი­სი­ით მო­ვი­და ადა­მი­ა­ნი ამ ქვეყ­ნად.

 

 

რაც შე­ე­ხე­ბათ კრის­ტა­ლებს, მათ­თან წყლის სტი­ქია - გან­სა­კუთ­რე­ბით ნეპ­ტუ­ნია გა­მო­ხა­ტუ­ლი. ამას­თან ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი სი­რი­უ­სი ხში­რად უერ­თდე­ბა მათ მთვა­რეს, რის გა­მოც ეს ბავ­შვე­ბი აქ­ცენტს სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე აკე­თე­ბენ. ისი­ნი გულ­მო­წყა­ლე­ე­ბი და ჰუ­მა­ნუ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არც აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა უჭირთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და პრინ­ცი­პე­ბის და­სა­ცა­ვად. ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი ინ­სტინ­ქტუ­რად გრძნო­ბენ სა­კუ­თარ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას, ამი­ტომ მათი აღ­ზრდა ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით არა­ე­ფექ­ტუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სურ­ვე­ლია თუ მათი აღ­ზრდი­სას მშობ­ლე­ბი მეტ ლო­ი­ა­ლუ­რო­ბას გა­მო­ამ­ჟღავ­ნე­ბენ, რად­გა­ნაც ამ­გვა­რი ბავ­შვე­ბი არა­ნა­ი­რი სა­ხის რე­ჟიმს არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან და ნე­ბის­მი­ე­რი ზე­წო­ლა მათ­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­პი­რის­პი­რო შე­დეგს იძ­ლე­ვა.

 

 

  • გთა­ვა­ზობთ ინ­დი­გო ბავ­შვე­ბის დე­ტა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე რუსი ას­ტრო­ლო­გის ვერ­სი­ებ­ზეა დაყ­რდნო­ბი­ლი.

 

 

26 თვი­სე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ინ­დი­გოს ამო­იც­ნობთ:

 

 

1. ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად იბა­დე­ბი­ან დაღ­მა­ვა­ლი ლომი - აღ­მა­ვა­ლი მერ­წყუ­ლის მქო­ნე კარ­მუ­ლი პროგ­რა­მით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის აღ­მა­ვა­ლი მი­სი­აც ამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, შე­საძ­ლოა ამ­ქვეყ­ნად დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ზო­გადსა­კა­ცობ­რიო ხა­სი­ა­თის რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად მო­ვი­დეს.

 

 

2. ინ­დი­გო­ებს ახა­სი­ა­თებ­თა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბა და ხში­რად არი­ან გო­ნე­ბა­გა­ფან­ტუ­ლე­ბი.

 

 

3. მრის­ხა­ნე­ბა ცივი გო­ნე­ბით შე­უძ­ლი­ათ - ამ ბავ­შვებ­ში ბრა­ზი არა­სო­დეს კე­ტავს ცნო­ბი­ე­რე­ბას. ისი­ნი ყო­ველ­თვის გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტა­ვენ მრის­ხა­ნე­ბას.

 

 

4. მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ასო­ცი­ა­ლუ­რო­ბა - მათი დიდი ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­ას ქმნის თა­ნა­ტო­ლებ­თან კავ­ში­რი­სას. ახა­სი­ა­თებთ პე­რი­ო­დუ­ლი ჩა­კე­ტი­ლო­ბა. თუმ­ცა, ერთი შე­ხედ­ვით კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი არი­ან, მალე ბეზ­რდე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი.

 

 

5. ზე­მოთ თქმუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა - ინ­დი­გოს შე­უძ­ლია პე­რი­ო­დუ­ლად იყოს ჰი­პერ­კონ­ტაქ­ტუ­რი, რა­საც მოს­დევს რა­დი­კა­ლუ­რი სიმ­შვი­დი­სა და აპა­თი­ის პე­რი­ო­დი.

 

 

6. მათ არ შე­უძ­ლი­ათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლ­ში ყოფ­ნა, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ პა­ტა­რა ასა­კი­დან აპ­რო­ტეს­ტე­ბენ მშობ­ლე­ბის მი­მართ მორ­ჩი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ იტანს იძუ­ლე­ბის წე­სით რა­ი­მეს კე­თე­ბას. თუმ­ცა თუ ამ ბავ­შვში სტი­მულს და ინ­ტე­რესს გა­აღ­ვი­ვებთ, იგი ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის ამო­ცა­ნას გა­არ­თმევს თავს.

 

 

7. ბავ­შო­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ ლურ­ჯი ფერი (მისი ნე­ბის­მი­ე­რი გრა­და­ცია).

 

 

8. ინ­დო­გო ბავ­შვე­ბის კი­დევ ერთი მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია უჩ­ვე­უ­ლოდ ჯან­სა­ღი თირკმე­ლი და ზო­გა­დად შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მაა. მათ არა­სო­დეს ექ­მნე­ბათ თირკმე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა.

 

 

9. ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა – ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი მო­მენ­ტა­ლუ­რად ხვდე­ბი­ან ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნის არსს (მაგ. რო­გორ მუ­შა­ობს სა­ა­თი, კომ­პი­უ­ტე­რი, რო­გორ და­დის მა­ტა­რე­ბე­ლი და ა.შ.).

 

 

10. გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი და­უ­ღა­ლა­ვად ითხო­ვენ სით­ბოს. თუმ­ცა თა­ვად არ არი­ან ამ მხრივ გამ­ცე­მი ტი­პე­ბი. უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში კი საკ­მა­ოდ ბევრ პარტნი­ორს იც­ვლი­ან. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა უზო­მოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლია.

 

 

 

 

11. ინ­დი­გო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­მუდ­მე­ბით გა­ნიც­დის ე.წ. "თეთ­რი ყვა­ვის" სინ­დრომს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ხში­რად თა­ნა­ტო­ლებს არ ეს­მით ინ­დი­გო ბავ­შვის, იმი­ტომ რომ, მისი გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის დონე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. სწო­რედ ამი­ტომ ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი ასა­კით უფ­რო­სი მე­გობ­რე­ბის ყო­ლას.

 

 

12. ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი დიდ ინ­ტე­რესს ამ­ჟღავ­ნე­ბენ ოკულ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და ეზო­თე­რი­კის მი­მართ. იტა­ცებთ იოგა და ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მე­ბი.

 

 

13. მათი დიდი ნა­წი­ლი სპე­ცი­ფი­უ­რი იუ­მო­რის გრძნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. საკ­მა­ოდ ენა­მოს­წრე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ უმე­ტე­სად ხუმ­რო­ბენ თა­ვად სა­ხე­ზე ღი­მი­ლის გა­რე­შე.

 

 

14. ინ­დი­გოს აქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი აღ­ქმა. უმე­ტე­სად სმე­ნა ვიდ­რე სა­სიმ­ღე­რო მო­ნა­ცე­მე­ბი. თუმ­ცა მათ შო­რის სიმ­ღე­რის ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ­ნიც გვხვდე­ბი­ან.

 

 

15. ინ­დი­გო თან­და­ყო­ლი­ლი სიბ­რძნი­თა და ინ­ტე­ლექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აზ­რე­ბი, რო­მე­ლიც მას თავ­ში მოს­დის კოს­მო­სი­დან მი­ე­წო­დე­ბა, ამი­ტომ პა­ტა­რა ასაკ­ში ვერ ხსნის რა, სა­ი­დან ან რო­გორ გა­ი­გო. უბ­რა­ლოდ იცის და მორ­ჩა!

 

 

16. ინ­დი­გო ბავ­შვე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნია კრის­ტა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე ლურ­ჯი, ნაც­რის­ფე­რი ან მწვა­ნე თვა­ლე­ბი. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით მათ­ში თაფ­ლის­ფერ­თვა­ლე­ბა ხალ­ხს. თუმ­ცა, თუ ვხვდე­ბით მა­თაც სა­ოც­რად უბრწყი­ნავთ თვა­ლე­ბი, ისე თით­ქოს მათ­ში ერ­თბა­შად ბევ­რი ვარ­სკვლა­ვი აკი­აფ­და.

 

 

Astrologia

 

 

17. ინ­დი­გო სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნი­თა და სი­თა­მა­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მან ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცის რას და რა­ტომ ამ­ბობს.

 

 

18. რო­გორც დაკ­ვირ­ვე­ბამ ცხად­ყო, ინ­დი­გო ბავ­შვე­ბის ტვი­ნი, ანუ მისი ორი­ვე ნა­ხე­ვარსფე­რო სინ­ქრო­ნუ­ლად მუ­შა­ობს. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო დო­ნე­ზე ეს ვლინ­დე­ბა იმით, რომ გო­გო­ნა ბი­ჭის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რკი­ნის ლო­გი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ბიჭი კი ემო­ცი­უ­რად მგრძნო­ბი­ა­რე, ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი და სენ­სი­ტი­უ­რია.

 

 

19. შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბა და მას­შტა­ბუ­რად ხედ­ვის ნიჭი – ყვე­ლა ინ­დი­გო გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­ტუ­ა­ცი­ის გლო­ბა­ლუ­რად აღ­ქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბით. მათ შე­უძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად და­ი­ნა­ხონ სი­ტუ­ა­ცი­ის უმ­თავ­რე­სი არსი.

 

 

20. ინ­დი­გოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია და მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს. ბევ­რი მათ­გა­ნი ადა­მი­ა­ნის აუ­რა­საც ხე­დავს.

 

 

21. ინ­დი­გო­ებს ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი აქვთ. თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებთ პე­სი­მიზ­მი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტია.

 

 

22. პა­ტა­რა ასა­კი­დან სვა­მენ "არა­ბავ­შვურ" შე­კი­თხვებს, რი­თაც ხში­რად იწ­ვე­ვენ მშობ­ლე­ბის გა­ო­ცე­ბას და დაბ­ნე­უ­ლო­ბას. მაგ. 'რა­ტომ და­ვი­ბა­დე მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ სა­უ­კუ­ნე­ში და ამ ოჯახ­ში?" "რა მოხ­დე­ბო­და მო­მა­ვალ­ში რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი?", ანუ მათ ბავ­შვო­ბი­დან აინ­ტე­რე­სებთ ის თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ, რა მი­სი­ით მო­ევ­ლი­ნენ ამ ქვე­ყა­ნას.

 

 

23. ინ­დი­გო ბავ­შვებს და­ბა­დე­ბი­დან გა­აჩ­ნი­ათ სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა. ისი­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რის დო­ნე­ზე გრძნო­ბენ იმას, რომ ამ­ქვეყ­ნად კონ­კრე­ტუ­ლი მი­სი­ით მო­ვიდ­ნენ. თუმ­ცა ე.წ. "გან­დი­დე­ბის მა­ნი­ით" არა­სო­დეს იტან­ჯე­ბი­ან და არც სხვებს ტან­ჯა­ვენ ამით.

 

 

24. ნე­ბის­მი­ერ ინ­დი­გოს აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვრბის­კენ. იგი სო­ცი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია. თუმ­ცა, ზედ­მე­ტად ახ­ლოს არა­ვის უშ­ვებს. მას უყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა არ ახა­სი­ა­თებს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი.

 

 

25. ინ­დი­გო ბავ­შვე­ბის კი­დევ ერთი მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა დე­დას­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

 

 

26. ინ­დი­გო ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი და გულ­ღი­აა, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ სა­კუ­თა­რი აზ­რის დაც­ვა და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­უძ­ლი­ათ.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1410 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 30 2020