ამ გვერდის ამობედვა

"ჩემზე გადმოსული დენი მამაზე გადავიდა და გარდაიცვალა" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ბათუმიდან, რომელსაც ხატვა წარსულის ტრაგედიამ დააწყებინა

ნა­თია გრი­გო­ლია ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს, პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გია...

მან ხატ­ვა 36 წლის ასაკ­ში ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი დიდი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ და­ი­წყო და რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ხატ­ვამ სიმ­შვი­დე მო­უ­ტა­ნა. ნა­თი­ას ნა­ხა­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას და ინ­ტე­რესს იწ­ვევს, უკვე და­გეგ­მი­ლია რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნა... თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ბა­თუ­მი­დან გვე­სა­უბ­რა:

 

 

- ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ხატ­ვა 36 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე... ბავ­შო­ბა­ში ჩა­ნა­ხა­ტებს ვა­კე­თებ­დი დღი­უ­რებ­ში, პლა­კა­ტებს ვა­ფორ­მებ­დი. ერთ დღეს ავი­ღე ფუნ­ჯი, სა­ღე­ბა­ვე­ბი და მინ­დო­და და­მე­ხა­ტა ის, რა­საც ვხე­დავ­დი... დავ­ხა­ტე კი­დეც, მაგ­რამ სხვა ვერ კი­თხუ­ლობ­და ჩემს ნა­ხატს - ეს ნა­ხა­ტი უბ­რა­ლო ნა­ტურ­მორ­ტი იყო. ჩემ­თვის კი სი­ნამ­დვი­ლე, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ ვხე­დავ­დი იმ პე­რი­ოდ­ში და ფურ­ცელ­ზე უთ­ქმე­ლად, მხო­ლოდ ჩემ­თვის ვხა­ტავ­დი.

 

 

- ხატ­ვა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა ტკი­ვილ­მა და­გა­წყე­ბი­ნათ...

 

- დიახ, ტკი­ვი­ლი, რა­მაც მე ხატ­ვა და­მა­წყე­ბი­ნა, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა. დიდი ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც 2017 წლის 13 აგ­ვის­ტოს ჩვენს ოჯახ­ში დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად მოხ­და.…ეს იყო დენ­თან ჭი­დი­ლი, ჩემ­ზე გად­მო­სუ­ლი დენი მა­მა­ზე გა­და­ვი­და და სამ­წუ­ხა­როდ, მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ჩემ­თვის ძნე­ლია მა­მა­ზე წარ­სულ­ში ვი­სა­უბ­რო. სწო­რედ ამ წარ­სულ­მა ამა­ლა­პა­რა­კა ნა­ხა­ტე­ბით და ძა­ლი­ან მა­ნუ­გე­შა... მამა ჩემ­თვის იყო ყვე­ლა­ფე­რი! აუ­ტა­ნე­ლია, როცა ხელს გაჭ­რი­ან და ვე­რა­ფერს აკე­თებ, მაგ­რამ იცი, რომ უნდა გა­ა­კე­თო! იმ პე­რი­ოდ­ში მო­მიხ­და შექ­მნა და ამით გა­და­ტა­ნა ყვე­ლაფ­რის. ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლი გავ­ხდი. დავ­რჩი მარ­ტო და ერთ დღეს რა­ღაც ფურ­ცელ­ზე დავ­ხა­ტე ჩემი ტკი­ვი­ლი. ნა­ხა­ტი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, კა­რა­დის თავ­ზე შე­მო­ვი­დე და შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა იდეა და­მე­ხა­ტა - მამა, ჩემი თავი, შვი­ლი, წარ­სუ­ლი... ხატ­ვამ სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე მო­მი­ტა­ნა!

 

 

 

 

- რო­გორ გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა?

 

- ერთ დღეს მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა, რას შვე­ბიო... უსი­ტყვოდ გა­და­ვუ­ღე ფოტო ჩემს ნა­ხატს და გა­და­ვუგ­ზავ­ნე. მან მე­უღ­ლეს - მა­მუ­კა ქარ­ცი­ვა­ძეს გა­და­უგ­ზავ­ნა, იმან კი ჩემი პა­ტა­რა ალ­ბო­მი თა­ვის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე დადო. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ჩემი ნა­ხა­ტე­ბის მი­მართ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. მახ­სოვს, რომ და­მი­რე­კა, მუ­ზე­უ­მი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ და შენი ნახ­ვა უნ­და­თო. მე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით არ ვსარ­გებ­ლობ­დი და ვერ ვხე­დავ­დი რა ხდე­ბო­და. ძა­ლი­ან ბევ­რი კე­თი­ლი ხალ­ხი და­მიდ­გა გვერ­დით და დღემ­დე ჩემ­თან არი­ან.

 

მახ­სოვს რო­გორ აღელ­ვე­ბულ­მა დავ­რე­კე მუ­ზე­უმ­ში, ქალ­ბა­ტონ­მა ინგა დი­ა­სა­მი­ძემ მი­თხრა, რომ შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი მაჩ­ვე­ნა ქალ­ბა­ტონ­მა ლა­მა­რა გუ­ლორ­და­ვამ და თუ შე­გიძ­ლია, ჩვენ­თან მოხ­ვი­დეო... მივ­დი­ო­დი და ვფიქ­რობ­დი, ვაჩ­ვე­ნებ და წა­მო­ვალ, მეტი რა უნდა მი­თხრან-მეთ­ქი. მთხო­ვეს, შენს შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვიო და ნა­ხა­ტებ­მა და­ი­წყეს მო­ყო­ლა... არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ინ­გას სი­ტყვე­ბი - შენ გექ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნა! დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და წა­მო­ვე­დი. როცა დავ­წყნარ­დი, მივ­ხვდი სად ვი­ყა­ვი და რა მე­ლო­და.

 

 

 

 

 

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­მი­კავ­შირ­და ბა­ტო­ნი ვაჟა და­ვი­თა­ძე, რო­მელ­მაც სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა დამ­ხმა­რე­ბო­და და დღემ­დე ჩემ­თან ერ­თად ჩემს სი­ხა­რულს იზი­ა­რებს. აი ამ დღის შემ­დეგ დღი­თი­დღე სი­ახ­ლე­ე­ბით მოვ­დი­ვარ, რაც ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს და დიდ ძა­ლას მაძ­ლევს. ბა­ტონ­მა ვა­ჟამ გა­მაც­ნო მისი მე­გო­ბა­რი ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ლა­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში მოღ­ვა­წე­ობს. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, რომ ჩემი ფიქ­რე­ბი გა­ვაღ­რმა­ვო, აი მისი პირ­ვე­ლი მო­ნა­წე­რი, რო­მელ­საც პირ­ვე­ლად თქვენ გი­ზი­ა­რებთ - "ჩემ­თვის ბა­თუ­მი მაგ­ნო­ლი­ის ფოთ­ლე­ბის ატ­ლას­თან, მის სპე­ტაკ და თეთრ ყვა­ვი­ლებ­თან და მოტ­კბო სურ­ნელ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა შენ რო­გორ და­ხა­ტავ­დი მას! ჩემი აზ­რით, მწვა­ნე და თეთ­რი ფერი ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ზე არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლად ერ­წყმის და თუ გა­გიჩ­ნდე­ბო­და სურ­ვი­ლი ამ ხის ფერ­წე­რუ­ლად გა­ცო­ცხლე­ბი­სა?"... ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, მა­ინც არ ვი­ცო­დი რო­გორ დავ­ხა­ტავ­დი მაგ­ნო­ლი­ას. ერთ დღე­საც დავ­ხა­ტე და გა­და­ვუგ­ზავ­ნე ნა­ხა­ტი. კარ­გა ხნის შემ­დეგ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­თხრა, ყო­ჩაღ, შენ და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლეო...

 

 

მაგ­ნო­ლია

 

 

- რო­გო­რი გა­რე­მოა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მხატ­ვრის­თვის?

 

- მხატ­ვრის­თვის ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი მისი კუ­თხე და სა­ხე­ლოს­ნოა. ზოგ­ჯერ ფიქ­რებ­ში წა­სუ­ლი ვა­ღებ კა­რებს და შევ­დი­ვარ სა­ხე­ლოს­ნო­ში, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი მე­ლო­დე­ბი­ან - ფუნ­ჯი, ტილო, სა­ღე­ბა­ვე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მის­მი­ნონ და არა­ფე­რი მი­თხრან.

 

 

 

 

- მსოფ­ლი­ოს რო­მელ­მა უდი­დეს­მა მხატ­ვარ­მა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე გავ­ლე­ნა?

 

- გა­მორ­ჩე­უ­ლად ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი და მისი სევ­დი­ა­ნი მე­უღ­ლის პორ­ტრე­ტე­ბი მი­ზი­დავს, რო­მელ­შიც ჩემს თავს ვხე­დავ...

 

 

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

 

- 3 მარტს ხა­რი­ტონ ახვლე­დი­ა­ნის მუ­ზე­უმ­ში ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. იგეგ­მე­ბა კი­დევ ორი გა­მო­ფე­ნა: ერთი ისევ ბა­თუმ­ში და ერ­თიც ქა­ლაქ­გა­რეთ, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო და ამავდრო­უ­ლად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ცაა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლის და გა­მიც­ნობს ყვე­ლა, რო­გორც თვით­ნას­წავ­ლი ქა­ლის წარ­სუ­ლის მუ­ზას.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1000 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 16 2020